საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთის ხელისუფლების რეიტინგი მკვეთრად გაიზარდა პანდემიის ფონზე

გამოკითხულთა 87% დადებითად აფასებს მთავრობის ქმედებას ვირუსის შესაჩერებლად

ცნობილი გახდა კომპანია Metron Analysis-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. გამოკითხვა 22-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა და მასში 1204 ადამიანი მონაწილეობდა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, მმართველ პარტიას – „ნეა დიმოკრატიას“ ამომრჩეველთა 42,5 პროცენტი უჭერს მხარს. „სირიზა“ (წინა მმართველი პარტია) კონკურენტს ორჯერ ჩამორჩება და მისი მხარდაჭერა 21.4 პროცენტს შეადგენს.

სხვა პარტიების რეიტინგი მნიშვნელოვნად ნაკლებია ორი მთავარი პარტიის რეიტინგზე – 6 პროცენტზე დაბალია.

გამოკითხულთა 87 პროცენტი დადებითად აფასებს მთავრობის საქმიანობას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, ხოლო 74 პროცენტი ეთანხმება ხელისუფლების მიერ ციფრული მომსახურების განვითარებას. შედარებით უარყოფითად ფასდება მთავრობის პოლიტიკა შრომითი ურთიერთობებისა და ლტოლვილთა საკითხებში – ამ მხრივ გამოკითხულთა მხოლოდ 40 პროცენტი აფასებს ხელისუფლების პოლიტიკას დადებითად.

მნიშვნელოვნად გაიზარდა პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის („ნეა დიმოკრატიას“ ლიდერი) რეიტინგი – მას გამოკითხულთა 74 პროცენტი აფასებს დადებითად. ყოფილი პრემიერის, ალექსის ციპრასის („სირიზას“ ლიდერი) მონაცემები მნიშვნელოვნად გაუარესდა – მისი დადებითი რეიტინგი 27 პროცენტამდე შემცირდა.

აღნიშნული გამოკითხვა Metron Analysis-ს ტელეკომპანია MEGA-მ შეუკვეთა.

გიორგი ჯანელიძე

წყარო

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close