ხელოვნებასაქართველო

X-FACTOR-ის გამარჯვებული ავთო აბესლამიძე „მორიგი ტრიუმფისთვის“ ემზადება (ვიდეო)

„კორონა მალე გაივლის 🙏 და ბევრი კარგი ამბებიც მოხდება
ავთო აბესლამიძე მორიგ ტრიუმფს ამზადებს 👏🏻👏🏻👏🏻
საფრანგეთის ვოისში… 🎤❤️“, – წერია ავთანდილ აბესლამიძის Facebook-ის კედელზე.

სასიამოვნოა იმის წაკითხვა, რომ ქართველი მომღერალი პანდემიის ფონზე ახალი საერთაშორისო გამარჯვებისთვის ემზადება.

მისი წარმატების ბოლო წლების ქრონიკა შთამბეჭდავია:

2016 წელს 24 წლის ბათუმელი ავთანდილ აბესლამიძე, განსაკუთრებული მელოდიურობითა და სილამაზით გამორჩეული ხმით, ქართული X-Factor-ის მესამე სეზონის გამარჯვებული გახდა.

ტელეშოუს გამარჯვებული მაყურებელმა გამოავლინა. დაახლოებით 250 ათასი ზარიდან თითქმის 50% აბესლამიძემ მიიღო.

X-Factor-ის გამარჯვებულმა ავთანდილ აბესლამიძემ პრიზის სახით თბილისში, ვაკეში ოროთახიანი ბინა  და  პროექტის სპონსორებისგან ფულადი ჯილდო მიიღო.

X-Factor-ის შოუს ფინალში მან ანსამბლ „ურსასთან“ ერთად „გელინო“ და „თეთრი ვარდები“ შესრულა.

ორი წლის შემდეგ 2018 ქართველმა მომღერალმა ავთანდილ აბესლამიძემ გაიმარჯვა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში Voice of Astana. ჯილდო აქაც სოლიდური იყო – მას პრიზის სახით 10 ათასი აშშ დოლარი გადაეცა.

2019 წელს თურქეთში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუსიკალურ საერთაშორისო ფესტივალზე მან Golden Palm Awards 2019 – მთავარი პრიზი „ოქროს პალმა“ მოიგო.

მისი მუსიკალური გზა კი გაცილებით ადრე დაიწყო…

ოთხი წლის ბიჭმა გადაწყვიტა, რომ როცა დიდი გაიზრდებოდა, მომღერალი გახდებოდა. ვოკალურ ოსტატობას ავთო სტუდია „ოქროს ხმებში“ ეუფლებოდა.

ამას მოჰყვა პირველი წარმატებები აჭარის ტელევიზიის კონკურსში „დილის ტალღა“ და შოუში „ნუცას სკოლა“.

ცოტა ხნის შემდეგ კი ავთანდილ აბესლამიძემ ბერლინსა (2014, Euro Pop Сontest) და სანკტ-პეტერბურგის (2013, „გზა ვარსკვლავებისკენ“) საერთაშორისო ვოკალურ კონკურსებზე  გრან პრი მოიპოვა.

მალე მომღერალი ფრანგულ „ვოისში“ გამოჩნდება და თავის მუსიკალურ შესაძლებლობებს მთელ ევროპას გააცნობს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close