მსოფლიოსაზოგადოება

სკოლაში დაბრუნებული ჩინელი მოსწავლეების ეკიპირება – ფოტოები საკლასო ოთახებიდან

COVID-19-ის აფეთქებამ ჩინეთი აიძულა იანვრის ბოლოდან სასწავლო დაწესებულებები დაეკეტა. ახლა, ვითარების ნორმალიზაციასთან ერთად, ჩინეთის პროვინციები ერთმანეთის მიყოლებით კლასებში სასწავლო პროცესის აღდგენას იწყებენ. 

სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს კი პანდემიით გამოწვეულ ახალ რეალობასთან ადაპტირება უხდებათ.

ინტერნეტში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, ჩინელი მოსწავლეები სკოლაში ყოფნისას როგორ უშლიან დაავადების გავრცელებას ხელს ფარების და პირბადების გამოყენებით.

სხვაგან ცდილობენ, დისტანცია დაიცვან და მერხები ბარიერებით აღჭურვეს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში, სადაც პანდემია დაიწყო, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ  6 შემთხვევა დაფიქსირდა.

მანამდე, ჩინეთის დედაქალაქის მთავრობამ სკოლებში სასწავლო პროცესის ეტაპობრივად აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, უფროსკლასელები მერხებთან 27 აპრილს დაბრუნდებიან, ხოლო, უმცროსკლასელები – 11 მაისს. მანამდე კი თითოეულმა მოსწავლემ ორკვირიანი თვითიზოლაცია უნდა გაიაროს და ორგანიზმში კორონავირუსის არარსებობის შესახებ ცნობა წარადგინოს.

წყარო: etaloni.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close