საზოგადოებასაქართველო
ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი სამტრედიელი ქალის 5-შვილიან ოჯახს, პირდაპირ ეთერში, თბილისში ბინა აჩუქეს (ვიდეო)
21 მარტს ესპანეთში კორონავირუსით გარდაიცვალა ახალგაზრდა სამტრედიელი ქალი, 34 წლის ცირა ალიხანაშვილი, რომელიც ამ ქვეყანაში სამკურნალოდ წავიდა. ახალგაზრდა ქალს ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა. მას 5 შვილი დარჩა. ოჯახი სოციალურად დაუცველია და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს…
დღეს „სხვა ნანუკას შოუში“ გარდაცვლილი ქალის ქმარმა ისაუბრა და ის მძიმე პერიოდი გაიხსნა, როდესაც მისი მეუღლე ესპანეთში მკურნალობდა.
პირდაპირ ეთერში ნანუკამ რესპონდენტს უთხრა, რომ ქალბატონმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ოჯახს დიღომში ბინა აჩუქა.
კომენტარები