საზოგადოებასაქართველო

„საიდუმლო ხელის ჩამორთმევა“ მამისთვის – ბერამ ვიდეო გამოაქვეყნა

ჩრდილში წასული „ჩრდილოვანი მმართველის“ გამოჩენას ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი დაჟინებით მოითხოვს. და აი, შეუსრულა ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას მოთხოვნა და TikTok-ის ვიდეოში გამოჩნდა.

პანდემიამ მისალმების ახალი სტილი დაამკვიდრა. ივანიშვილები თავიანთ საფირმო „საიდუმლო ხელის ჩამორთმევის“ რიტუალს ვიდეოთი გვიზიარებენ.

„ბერა, შენ ვარჯიშს უნდა მოუმატო, ძმაო“, — ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და  ბერას TikTok-ის ვიდეოს.

ოპოზიციური პოლიტიკოსებისგან გიგა ბოკერია პირველი იყო, ვინც ეს ვიდეო შეაფასა: „ივანიშვილმა პირდაპირ უთხრა ყველას, ფეხებზე მკიდიხართო. ნორმალურ ვითარებაში ეს არ იქნებოდა ამხელა ამბავი, რა თქმა უნდა, გემოვნების საკითხია, ვინ რითი ერთობა, მაგრამ ამ კონტექსტში ეს არის შეურაცხყოფა. მან გარკვევით თქვა, რომ ფეხებზე კიდია მთელი ეს ქვეყანა“.

საინტერესოა, პოლიტიკოსებიდან კიდევ ვის რა ემოციებს და ვნებებს აღუძრავს ეს ვიდეო…

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close