ქართველები უცხოეთში

ამერიკის საჰაერო აკადემიას კიდევ ერთი ქართველი კურსდამთავრებული ჰყავს (ვიდეო)

ამერიკის საჰაერო აკადემია მსოფლიოში საუკეთესო მფრინავებსა და ასტრონავტებს ამზადებს. 2020 წელს აკადემია 967-მა ოფიცერმა დაამთავრა. მათ შორისაა ქართველი სტუდენტი ნოდარ დვალი, რომელიც ამერიკაში მიღებული განათლებით მალე საქართველოში ბრუნდება.

იგი მეხუთე ქართველია, რომელმაც ამერიკის საჰაერო ძალების აკადემია დაამთავრა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ნოდარ დვალს ლეიტენანტის წოდება მიენიჭება და საქართველოს საჰაერო ძალებში დაიწყებს მუშაობას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close