ჯგუფ KAVKAZZ-ის ესპანელმა, ფრანგმა, თურქმა და ქართველმა მუსიკოსებმა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში თვითიზოლაციაში იმყოფებიან, მეგრული სიმღერა „ასე ჩონგური“ შეასრულეს.
ანსამბლი KAVKAZ-ი კავკასიის რეგიონის ცეკვებს და სიმღერებს ასრულებს.
სიმღერა ჩაწერილია 2020 წლის აპრილში, მობილურის მეშვეობით.
ანსამბლ KAVKAZZ-ის წევრები არიან:
Núria Rovira Salat – მომღერალი და მოცეკვავე კატალონიიდან;
ბექა ნონიაშვილი – მოცეკვავე საქართველოდან (ცეკვის მასწავლებელი პარიზის ქართული კულტურის ცენტრში);
Kaptan Emrah – თურქული სიმებიანი საკრავი „ჯუმბუში“ – იგი წარმოშობით თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონიდანაა და ქართული ფესვები აქვს;
Miquèu Montanaro, ფლეიტისტი – მისი მუსიკალური გამოცდილება პროვანსის (საფრანგეთი) და უნგრეთის მუსიკალურ ნაზავს წარმოადგენს;
Fabien Mornet, გიტარა – ჯგუფის შექმნის ინიციატორი (ფაბიენ მორნეტის მეუღლე წარმოშობით საქართველოდანაა, კერძოდ, ჩხოროწყუდან).
კომენტარები