fbpx
პოლიტიკასაქართველო

ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა საქართველოში 27 აპრილამდე გაგრძელდა

ავტომობილით გადადგილების შეზღუდვა საქართველოში ორშაბათიდან, 27 აპრილიდან მოიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკვე ორშაბათიდან, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა. ამასთან, სპეციალისტების პროგნოზის გათვალისწინებით, 2-3 კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად შევძლებთ დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელება და ეკონომიკური აქტივობებისთვის და ეკონომიკური ცხოვრებისთვის ხელშეწყობა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება მთელი საქართველოს მასშტაბით 17 აპრილის 12:00 საათიდან აიკრძალა. მთავრობის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელების ზრდის გამო მიიღეს.

ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა არ ეხება ტვირთების გადაზიდვას, დისტრიბუციას და ადგილზე მიტანის მომსახურებას.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close