fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 20-26 აპრილი

20-იდან  22 აპრილამდე კლებადი მთვარის პერიოდია, 23 აპრილს – ახალმთვარეობაა, 24-იდან 26 აპრილამდე – მზარდი მთვარე. მთვარე ხელს უწყობს ყველა ენერგიულ და ქმედით წამოწყებას. დიეტის დაწყება ან განტვირთვის დღე მნიშვნელოვანია ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის თვალსაზრისით, თავიდან აიცილებთ სხვადასხვა დაავადებას. აპრილის ეს კვირა შესანიშნავი დროა მავნე ჩვევებისგან თავის დასაღწევად.

 

ვერძი

მოვიდა დრო კარიერის ახალ საფეხურზე გადასასვლელად. ბევრს შრომობდით და დაიმსახურეთ ეს!  ნუ დააყოვნებთ თქვენი მიღწევების შესახებ აცნობოთ ხელმძღვანელობას – აუცილებლად შეგამჩნევენ  და დაგაფასებენ. იყავით გაბედული და წარმატებას მიაღწევთ, მაგრამ ამის შემდეგ ქედმაღლობას ნუ დაიწყებთ.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 24.

 

კურო

მოემზადეთ იმისთვის, რომ ადამიანის ფსიქოლოგიის შესწავლის დაწყება მოგიწევთ, მაგრამ არა – წიგნებიდან, არამედ „ბრძოლის ველზე“ – სამსახურში, სახლში, ყველგან… მოულოდნელი აღმოჩენები და მნიშვნელოვანი დასკვნები გელით. არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია კომპრომისის გზით.

სასიკეთო დღეები: 21, 25.

არასასიკეთო დღე: 23.

 

ტყუპი

დაუმთავრებელი საქმის დასრულება, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება და რთული გადაწყვეტილებების მიღება – აი, ასეთი ამბები გელით ამ პერიოდის განმავლობაში. ნუ მოდუნდებით და შეგიძლიათ ყველაფერს გაუმკლავდეთ. თუ ჩიხში აღმოჩნდებით, უბრალოდ, წინა პლანზე წამოწიეთ ძველი კავშირები და ნაცნობები – ბევრი საკითხი თვალის დახამხამებაში  მოგვარდება!

სასიკეთო დღეები: 22. 26.

არასასიკეთო დღე: 20.

 

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის ეს კვირა მშვიდი და ჰარმონიული იქნება. ორშაბათს და სამშაბათს არ დაგეგმოთ ინტელექტუალურ საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაო – წარმატებას არ მოგიტანთ. წარმატებული იქნება ახალი ნაცნობობა, თუნდაც ინტერნეტით. დრო ოჯახურ და მეგობრების წრეში გაატარეთ. შაბათ-კვირა შესაფერისია დასვენებისა და გართობისთვის. მარტოობას მოერიდეთ.

სასიკეთო დღეები: 20, 26.

არასასიკეთო დღე: 24.

 

ლომი

კარგი პერიოდია ენერგიის აღსადგენად – ახლა ლომს დასვენების საუკეთესო დრო აქვს. ოთხშაბათს წარმატებით ჩაივლის პროცედურები, რომლებიც გაჯანსაღებასა და გაახალგაზრდავებას ისახავს მიზნად. თავი შეიკავეთ ექსცესებისგან. ძალიან მარტივი იქნება ბავშვებთან საერთო ენის პოვნა – დაგეგმეთ ერთობლივი დასვენება სამომავლოდ.

სასიკეთო დღეები: 22, 26.

არასასიკეთო დღე: 23.

 

ქალწული

ქალწულს ვარსკვლავები ურჩევენ ეს კვირა სიმშვიდესა და საკუთარ თავსა და სამყაროსთან ჰარმონიაში გაატაროს. ეს არის გულმოწყალების, შერიგებისა და მიტევების დრო. დაიწყეთ მხოლოდ კარგად მოფიქრებული და ყურადღებით დაგეგმილი საქმე. თავი შეიკავეთ თავგადასავლებში მონაწილეობისგან – ეს სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით. შაბათ-კვირა სახლს, ოჯახს, საყვარელ ადამიანებს დაუთმეთ.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 24.

 

სასწორი

პლანეტების პოზიცია ცაში სასწორს დაეხმარება გაუმკლავდეს ნებისმიერ, თუნდაც ერთი შეხედვით უიმედო საქმეს. მთავარია ვარსკვლავების მიერ მონიჭებული ძალა და ენერგია კონფლიქტებსა და ჩხუბზე არ დახარჯოთ. თქვენი ენერგია სწორი მიმართულებით მიმართეთ – შეეცადეთ ცოტა ილაპარაკოთ და მეტი მოისმინოთ. კვირას რომანტიკული თავგადასავლების დიდი ალბათობაა.

სასიკეთო დღეები: 20, 24.

არასასიკეთო დღე: 21.

 

მორიელი

თუ ეს შესაძლებელია,  გაატარეთ რაც შეიძლება მეტი დრო სულიერად ახლობელი ადამიანების გარემოცვაში. ნაკლებად სავარაუდოა, რომ  მარტო მოქმედება, მხარდაჭერის გარეშე, ახლა დიდ წარმატებას მოგიტანთ საქმეში. ბევრი პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, თუ  ყველაფრის კარგად მოფიქრებასა და გაანალიზებას მოახერხებთ. თავისუფლად შეიტანეთ  თქვენს ცხოვრებაში სიახლე და ცვლილებები.

სასიკეთო დღეები: 22, 23.

არასასიკეთო დღე: 20.

 

მშვილდოსანი

ემოციების გავლენით თუ იმოქმედებთ, აუცილებლად მიიღებთ არასწორ გადაწყვეტილებას და გააფუჭებთ ურთიერთობებს საყვარელ ადამიანებთან. შეეცადეთ არ დაემორჩილოთ განწყობის შეცვლას. შესაძლებელია კონფლიქტები – მზად იყავით კომპრომისზე წასასვლელად. ინფორმაციასთან  მუშაობა შედეგს  არ მოიტანს. შაბათს საღამო მარტოობაში გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 24, 26.

არასასიკეთო დღე: 22

 

თხის რქა

კარგი დროა ყველაფრის მოსაწესრიგებლად: სახლში, ფიქრებში, ურთიერთობებში. ორშაბათს ფინანსებთან დაკავშირებული შეცდომების დიდი ალბათობაა – ყურადღებით შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი, რომელთანაც საქმე გექნებათ. გადაწყვეტილების მიღებისას არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედოთ დაუფიქრებლად. სამშაბათს და ოთხშაბათს ნუ ენდობით შეთანხმებას, მით უმეტეს, თუ საკითხი ფულს ეხება.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 25.

 

მერწყული

მერწყულები ამ კვირაში განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდონ თავიანთ მოქმედებებს, აზრებს, ურთიერთობას. დიდი შანსია, ყველაფერი, რასაც ფიქრობთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ რეალობად იქცეს. ხელსაყრელი პერიოდია ინტელექტუალური საქმიანობისთვის. მარტოხელა მერწყულებს შაბათ-კვირას საინტერესო ნაცნობობა ელოდებათ.

სასიკეთო დღეები: 22, 25.

არასასიკეთო დღე: 26.

 

თევზები 

თევზებისთვის ძალიან წარმატებული კვირაა. პერიოდი ხელსაყრელია თითქმის ყველა მოქმედებისთვის, იმ პირობით, რომ ისინი მიზნად ისახავენ რაიმეს შექმნას და საქმე გულწრფელად კეთდება. კარგი დროა ინფორმაციასთან მუშაობისთვის, მოგზაურობის დაგეგმვისთვის, ტრენინგისთვის, გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლისთვის. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა, თუ გჭირდებთ: უარს არ გეტყვიან.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 21.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close