საზოგადოებასაქართველო

„მოამბის“ ექსკლუზიური ინტერვიუ 80 წლის ქალთან, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

„გათიშული ვიყავი, არავის აღარ ეგონა, რომ გამოვძვრებოდი“

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 80 წლის ქალი „მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კლინიკაში გატარებულ უმძიმეს დღეებს იხსენებს, ასევე ყვება, თუ რა გზით დაინფიცირდა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

გიული ურუშაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი თვე იმყოფებოდა.

კლინიკაში მოთავსებიდან რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა დამძიმდა და რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც უგონო მდგომაროებაში კვირაზე მეტი გაატარა.

„ვიყავი სუფრაზე. ჩვენი ოჯახის ახლობელი რუსეთში გარდაიცვალა. ცხადია, იქ დაასაფლავეს და ოჯახმა გადაწყვიტა, თბილისში გადაეხადა ორმოცი. ძალიან არ მინდოდა წასვლა, მაგრამ ჩავთვალე, რომ ვერ გაიგებდა გარდაცვლილის მეუღლე, როგორ არ მივედი უახლოეს მეგობრებთან. ვინც იყო ინფიცირებული, მისთვის ხელიც არ ჩამომირთმევია. ვიჯექი 6-10 მეტრის მოშორებით, არ მილაპარაკია, არ გადამიკოცნია. დარწმუნებული ვიყავი, მე ვირუსი არ შემეხებოდა. მოგვიანებით სიცხეები დამეწყო, სხვა არანაირი ნიშანი არ მქონდა. ჯერ ვიყავი პალატაში, შემდეგ ძალიან დავმძიმდი და გადამიყვანეს რეანიმაციაში. გათიშული ვიყავი.  არავის აღარ ეგონა, რომ გამოვძვრებოდი. ძალიან ვერაგი და საშიში ავადმყოფობაა. სიფრთხილით უნდა ვებრძოლოთ, რომ  როგორღაც გავაჩეროთ ეს პროცესი, როგორღაც ქვეყანა გადარჩეს“, – განაცხადა გიული ურუშაძემ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close