ვიდეოსაქართველო

No Comment – „ევრონიუსი“ თბილისში სადეზინფექციო სამუშაოების ვიდეოკადრებს ავრცელებს (ვიდეო)

საქართველში კოვიდ-19-ის გავრცელების შესაჩერებლად, დედაქალაქის ქუჩების დეზინფექცია მიმდინარეობს, – აღნიშნავს „ევრონიუსი“ და რუბრიკით No Comment შესაბამის ვიდეოკადრებს ავრცელებს.

„ევრონიუსი“ აღნიშნავს, რომ თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ჯგუფმა მეხანძრეებთან ერთად დედაქალაქის მთავარი ქუჩების დეზინფექცია ჩაატარა მას შემდეგ, რაც კოვიდ-19-ის შეჩერების მიზნით მიღებული მკაცრი ზომები ძალაში შევიდა.

როგორც „ევრონიუსი“ აღნიშნავს, ახალი შეზღუდვები 17 აპრილს დაწესდა, რითაც მანქანების გადაადგილება ხუთი დღით შეიზღუდა. ეს არის დამატებითი შეზღუდვა, რომელიც მთავრობამ ქვეყანაში კომენდანტის საათთან ერთად დააწესა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close