ქართველები უცხოეთშისპორტი

ზაზა ფაჩულია ატლანტაში 4-სართულიან სახლს ყიდის

ფაჩულიამ ფასს დაუკლო - ახლა სახლის შეძენა 799 000 დოლარად არის შესაძლებელი

ამერიკული მედიის ინფორმაციით, NBA-ს ყოფილი მოთამაშე და „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ კონსულტანტი ზაზა ფაჩულია ატლანტაში სახლს ყიდის. ჯორჯიის შტატის დედაქალაქის ჩრდილო გარეუბანში ზაზას 4-სართულიანი სახლი აქვს, უკვე წელიწადზე მეტია, რაც ეს სახლი იყიდება, დღეიდან „ატლანტა ჰოუქსის“ ყოფილი ცენტრი მას $799 000-ად ყიდის.

ქართველმა კალათბურთელმა ეს სახლი 2005 წლის ოქტომბერში შეიძინა და მასში $700 000 გადაიხადა. ეს მას მერე მოხდა, რაც ზაზამ ატლანტასთან 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც მან 16 მილიონი დოლარი მიიღო.

სახლი 2002 წელს არის აშენებული, 4 საძინებელი აქვს და საერთო ფართი 347 კვადრატული მეტრია. „სტეიტ ფარმ არენადან“ ფაჩულიას სახლამდე 10 კილომეტრია. ბოლო სართულიდან „შეიდი ვოლის“ პარკის ხედი ჩანს.

ფაჩულიას სახლი გაყიდვაში 2019 წლის მარტიდანაა, მისი ფაქსი $875 000 იყო, სექტემბერში ფასი $825 000-მდე შემცირდა, ახლა კი – $799 000-მდე.

შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულიას NBA-ში ხანგრძლივი, 16-წლიანი კარიერა ჰქონდა, მას 6 კლუბში ითამაშა, მაგრამ ყველაზე მეტი დრო სწორედ ატლანტაში გაატარა. ზაზა NBA-ს ჩემპიონი ზედიზედ ორჯერ „გოლდენ სტეიტის“ შემადგენლობაში გახდა. გასულ ზაფხულს ფაჩულიამ ხანგრძლივი კარიერა დაასრულა, აგვისტოში ის „გოლდენ სტეიტმა“ საკალათბურთო ოპერაციების კონსულტანტად მიიწვია.

popsport.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close