რა გახდა ნიკა გვარამიას პირადი დაცვის წევრის თვითმკვლელობის მიზეზი?
„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაცვის წევრმა და მძღოლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შემთხვევა 14 აპრილს დილით ვარკეთილში მოხდა. გარდაცვლილი 30 წლის თემო სამხარაძეა, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, საკუთარ სახლში თავი ჩამოიხრჩო.
როგორც ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გამხდარა, რომელიც ამ 1 თვის წინ დაწყებულა მეუღლესთან და სიდედრთან… მათ ბავშვი წაუყვანიათ და სწორედ ეს ვერ გადაუტანია, ფოტო კი გუშინ გადუღია შვილთან ერთად.
ამის შესახებ ინფორმაციას გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს:
„გუშინ, ამ დროს, ბედნიერი იყო. 6 საათზე მეგობრებს ეს ფოტო ჩაგვიგდო, თავისი საყვარელი საბასი.
არ ვიცი, რა მოხდა მერე, რა ჯოჯოხეთი დატრიალდა, მაგრამ ამ დილით გადაწყვიტა, რომ უნდა დავეტოვებინეთ და მუდმივი ტკივილი მოესაჯა ყველასთვის, ვისაც გვიყვარდა და გვჭირდებოდა.
დაცვის წევრი და მძღოლი არა, დავკარგე ახლო მეგობარი, მარჯვენა ხელი, ჩემი ოჯახის მოყვარული და გულშემატკივარი, ჩემი ბრძოლის თავდადებული ჯარისკაცი – თემო სამხარაძე.
არასდროს დამავიწყდები, იძინე მშვიდად…“ – წერს ნიკა გვარამია.
კომენტარები