fbpx
ეკონომიკაიტალიაპოლიტიკა

ლომბარდიას 4 მაისიდან საწარმოო საქმიანობის განახლება სურს

რეგიონის მთავრობა ფიქრობს, რომ ეპიდემიის პიკმა გადაიარა

სამოქალაქო დაცვის სამსახურის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე დღეს  კოვიდ-19-ის ეპიდემიის ახალი სტატისტიკა წარმოადგინეს: 15 აპრილის საღამოს მონაცემებით, იტალიაში ეპიდემიის დაწყებიდან 21 645 ადამიანი გარდაიცვალა დადასტურებული დიაგნოზით „კორონავირუსული პნევმონია“ (COVID-19 – დაავადება, რომელსაც ახალი ტიპის კორონავირუსი SARS-CoV-2 იწვევს). გასულ ერთ დღე-ღამეში 578 ადამიანი გარდაიცვალა (წინა დღის ზრდს მაჩვენებელი იყო 602).

გამოჯანმრთელდა 38 092 ადამიანი (ერთ დღეში – 968 პაციენტი, წინა დღეს – 1695). კიდევ შემცირდა რეანიმაციაში მოთავსებულ პაციენტთა რიცხვი და ამჟამად მწვავე პაციენტების რაოდენობა 3079-ია (107-ით ნაკლები, ვიდერ გუშინ).

ჩატარებული ტესტების შედეგად გამოვლინდა ინფიცირების 2667 ახალი შემთხვევა (წინა დღით – 2972), ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობა 165 155-ს შეადგენს (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით).

ლომბარდიის რეგიონის (მილანი) ხელმძღანელობას უნდა, რომ მოქალაქეები სამუშაოს მაისის დასაწყისში დაუბრუნდნენ და აპირებს ქვეყნის ხელმძღვანელობას სთხოვოს, დაუშვას რეგიონში საწარმოო საქმიანობის აღდგენა 2020 წლის 4 მაისიდან. ამის შესახებ დღეს, 15 აპრილს რეგიონის ადმინისტრაციაში განაცხადეს. ამის შესახებ Ansa წერს.

სავარაუდოდ, სამუშაოს განახლების უფლება მიეცემათ მხოლოდ იმ საწარმოებს, რომლებიც შეძლებენ უზრუნველყონ სოციალური დისტანცირება (ერთი მეტრი) თანამშრომლებს შორის, აგრეთვე, სავალდებულოა მათი ნიღბებით მომარაგება. ხოლო იმ კომპანიებმა, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი საქმიანობა ონლაინ რეჟიმში წარმართონ, ისევ ონლაინ რეჟიმში უნდა გააგრძელონ მუშაობა.

ლომბარდიის რეგიონის ადმინისტრაცია იტალიის ცენტრალურ მთავრობას სთხოვს, მწვანე შუქი აუნთოს საწარმოო საქმიანობის გასაგრძელებლად, 4 ფაქტორის გათვალისწინებით: მანძილის უზრუნველყოფა (ერთი მეტრი უსაფრთხოების დისტანცია ადამიანებს შორის), დამცავი საშუალებები (აუცილებელია ყველამ ატაროს ნიღაბი), დიჯიტალიზაცია/გაციფრება (აუცილებელია smart მუშაობა ისეთი აქტივობებისას, როდესაც წინასწარ პროგნოზირება შესაძლებელია) და ტესტირება (21 აპრილიდან დაიწყება სეროლოგიური ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევა სან მატეო დი პავიასთან თანამშრომლობის შედეგად; როგორც ცნობილია, სეროლოგიური ტესტებით იკვლევენ ადამიანების სისხლში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების არსებობას ანუ ადგენენ იმუნიტეტს, ამ შემთხვევაში, ახალი ტიპის კორონავიურის მიმართ).

სწორედ ლომბარდიაში დაფიქსირდა 2020 წლის 20 თებერვლიდან კორონავირუსის პირველი შემთხვევები და ამ რეგიონში იფეთქა  მთელი ძალით ეპიდემიამ. ამ დროისთვის ლომბარდიას ჰყავს 10 ათასზე მეტი გარდაცვლილი „კორონავირუსული პნევმონიის“ დიაგნოზით. ბოლო კვირების განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევების და ახალი ინფიცირებულების რიცხვის ზრდა შეჩერდა, შემდეგ კი შემცირება დაიწყო. რეგიონის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ პიკმა უკვე გადაიარა.

* * *

იტალიის სახელმწიფო ვალი 2020 წელს მშპ-ის 20%-ით გაიზრდება და წლის ბოლოსთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის155,5%-ს მიაღწევს – ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი. 2019 წლის მონაცემებით, იტალიის სახელმწიფო ვალი ქვეყნის მშპ-ის134,8% პროცენტი იყო.

ამასთან, მათივე პროგნოზით, ზოგიერთ სხვა ქვეყანაში სახელმწიფო ვალი უფრო მეტად გაიზრდება: აშშ-ში – 22,1%-ით (მშპ-ის 131,1%-ით), კანადაში – 20,9%-ით (მშპ-ის 109,5%-მდე).

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close