fbpx
სამზარეულორჩევები

„სააღდგომო კვერცხები“ ჟელატინით

ორიგინალური რეცეპტი სააღდგომო სუფრის გასალამაზებლად

საჭიროა:

200 გ მოხარშული ლორი; 1.5 ჩ.ჭ. ქათმის ბულიონი; ნახევარი წითელი ბულგარული წიწაკა; 1 მოხარშული სტაფილო; 10 კვერცხი; 100 გ დაკონსერვებული ბარდა; 100 გ ტკბილი სიმინდი; 20 გ ჟელატინი; ოხრახუში გემოვნებით.

მომზადება:

  1. ჩაასხით ჟელატინი ცივ ქათმის ბულიონში და ერთი საათის განმავლობაში გააჩერეთ.
  2. სტაფილო, ბულგარული და ლორი დაჭერით პატარა კუბებად. დაუმატეთ ბარდა და სიმინდი.
  3. ფრთხილად ამოტეხეთ კვერცხები ბლაგვი წვეროდან და შიგთავსი თასში გადმოღვარეთ. ფაზიქად და საფუძვლიანად გარეცხეთ ნაჭუჭები და გააშრეთ.
  4. ოდნავ დაასველეთ ოხრახუშის ფოთლები და ხის ჩხირის მეშვეობით ეცადეთ, ისინი ნაჭუჭში ჩააფინოთ (ეს ყველაზე რთული ნაწილია). შემდეგ ნაჭუჭში დაჭრილი ინგრედიენტები ჩატენეთ. ჟელატინიანი ბულიონი წყლის აბაზანაზე შეათბეთ და კვერცხებში ჩაასხით.
  5. კვერცხები რამდენიმე საათის განმავლობაში მაცივარში მოათავსეთ. შემდეგ ნაჭუჭები გატეხეთ და „სააღდგომო კვერცხები“ სალათის ფოთლებზე დაალაგეთ.
კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close