ქართველები უცხოეთშიnews

აშშ-იდან სპეცრეისით ქართველი მოსწავლეები დაბრუნდნენ, ისინი 2 საკარანტინო ზონაში მოათავსეს

ქართველ მოსწავლეებთან ერთად ამავე სპეცრეისით სომხეთში მცხოვრები ბავშვებიც ჩამოფრინდნენ

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ საღამოს ჩამოფრინდა თვითმფრინავი, რომლითაც აშშ-იდან 79 ქართველი მოსწავლე დაბრუნდა.

ისინი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაბრუნდნენ სამშობლოში.

მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰიდან, სპეცრეისით თბილისამდე, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. ქართველ მოსწავლეებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან. ისინი ქართველ თანატოლებთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიარეს სავალდებულო თერმოსკრინინგი და შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით, ავტობუსებით, ჭადრაკული განლაგებით, განთავსდნენ თბილისსა და კახეთში არსებულ ორ სატუმროში, სადაც 14 დღეს დაყოფენ და შემდეგ ოჯახებს დაუბრუნდებიან. კარანტინის დროს მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით, პერსონალური ჰიგიენური საშუალებებით და ექიმის 24-საათიანი მეთვალყურეობით, ხოლო უშუალოდ საკარანტინო ზონებს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ.

რაც შეეხება მოსწავლეებს სომხეთიდან, ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთში გაემგზავრნენ.

წყარო: 1 tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close