მედიცინაიტალია

იტალიამ COVID-19-ის სამკურნალოდ ისრაელის მიერ შექმნილი პრეპარატის გამოყენება დაუშვა

იტალიის ხელისუფლებამ დაუშვა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის გამოყენება, რომელიც ისრაელმა შექმნა. ამის შესახებ Biospace-ი იუწყება კომპანია RedHill BioPharma-ის განცხადებაზე დაყრდნობით (კომპანიის ოფისები თელ-ავივსა და ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარეობს).

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ქიმიური ნაერთი Opaganib-ი, რომელზეც საუბარია, ამჟამად ტესტირების ეტაპს გადის, როგორც ფილტვების ანთებისა და პნევმონიის სამკურნალო საშუალება. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ მედიკამენტი ეფექტიანი იქნება COVID-19-ით დაავადებული პაციენტების შემთხვევაშიც, რომლებსაც კორონავირუსული ინფექცია სხვა რომელიმე  დაავადებ(ებ)ის ფონზე განუვითარდათ.

კომპანიის ინფორმაციით, Opaganib-ის გამოყენება ცენტრალური იტალიის სამ უდიდეს საავადმყოფოში ექიმებს საშუალებას მისცემთ, უმკურნალონ პაციენტებს, რომლებიც პნევმონიის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან, აგრეთვე, პაციენტებს, რომლებსაც უკვე აქვთ პნევმონია. იტალიის ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა და ცენტრალური იტალიის ეთიკის კომიტეტმა 3 საავადმყოფოს ექიმებს ნება დართეს, პრეპარატი 160 პაციენტის სამკურნალოდ გამოიყენონ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close