ჯანმრთელობარჩევები

ალოეს უნიკალური თვისებები და იმუნიტეტის გაძლიერება

ალოე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მცენარეა იმუნიტეტის ასამაღლებლად და ადამიანის სასიცოცხლო ძალების გასააქტიურებლად. ალოე სახლში ორი მიზეზის გამოა სასარგებლო: პირველ რიგში, მცენარე არ მოითხოვს განსაკუთრებულ მოვლას და, ფაქტობრივად, ნებისმიერ პირობებს უძლებს; და მეორე: ადამიანის სასარგებლოდ მისი გამოყენების ათობით საშუალება არსებობს. ალოეს უამრავი სახეობა იზრდება აფრიკაში, აზიაში, ამერიკასა თუ ევროპაში, მაგრამ ყველა მათგან სამკურნალო არაა. მათ შორის ყველაზე ძვირფასი ალოე ვერაა. მოგიყვებით მისი სრულიად უნიკალური თვისებების შესახებ.

ითაა სასარგებლო ალოე ვერას წვენი?

მცენარე შეიცავს სასარგებლო მინერალებს: კალციუმს, კალიუმს, სპილენძს და თუთიას, B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე, C, A, E ვიტამინებს. ორგანიზმი მათ ითვისებს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი გამოყენების დროს.

იგი აძლიერებს იმუნიტეტს, აჩერებს ანთებას, ხსნის გაღიზიანებას და აახალგაზრდავებს კანის უჯრედებს; კარგი საშუალებაა ალერგიის, სისხლძარღვთა დაავადებებისა და ზოგადი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ალოეს თვისებები

ალოეს კულინარიაშიც იყენებენ, რადგან ის ძალიან სასარგებლო პროდუქტია. აქტიურად გამოიყენება კოქტეილებში, დესერტებში, ლიმონათებში, სმუზებში. ასევე, მისი წვენიდან ამზადებენ სამკურნალო საშუალებებს, მაგრამ ყველაზე ხშირად მას კოსმეტოლოგები ხმარობენ. ალოესგან სასარგებლო კერძები შეიძლება მომზადდეს გაციების ან გრიპის პროფილაქტიკისთვის, გთავაზობთ ორი რეცეპტს ამ ინგრედიენტის შემცველობით.

ალოეს სალათა

საჭიროა: 2-2 ცალი სტაფილო და ვაშლი, 1 ღერი ალოე და 3 ს. კ. თაფლი, 3 ფოთოლი ახალი ჭინჭარი.

მომზადება: დაჭერით ვაშლი კანიანად პატარა კუბებად. გახეხეთ სტაფილო. ჭინჭრის ფოთლები ცივი წყლით გარეცხეთ და დააქუცმაცეთ. ალოეს ღერო პატარა კუბებად დაჭერით და დააბლენდერეთ. გაწურეთ. ალოეს წვენი თაფლს შეურიეთ, აურიეთ ყველა ინგრედიენტი და მოასხით თაფლისა და ალოეს წვენის ნაზავი.

ალოეს სასმელი

საჭიროა: თითო-თითო ლიმონი, ვაშლი, კიტრი, 2 სუფრის კოვზი ალოეს წვენი. თაფლი.

მომზადება: ყველა კომპონენტი დააბლენდერეთ (ლიმონის გარდა) და ლიმონის წვენი დაუმატეთ. სურვილისამებრ შეაზავეთ თაფლით ან რომელიმე ხილის დაშაქრული წვენით.

ალოე კოსმეტიკაში

ამ მცენარისგან მზადდება სახის ნიღბები, სკრაბი და გელი, კრემები, მაკიაჟის მოსაშორებელი რძე, მალამო გაპარსვის შემდეგ წასასმელად, შეგიძლიათ ალოეს წვენი დაამატოთ შამპუნში ან თმის ბალზამში. გთავაზობთ კოსმეტიკური საშუალებების რამდენიმე რეცეპტს, რომელთა მომზადება სახლის პირობებში საკმაოდ მარტივია.

ალოეს სახის ნიღაბი

საჭიროა: 2 ჩ. კ. თაფლი, 1 ს. კ. ცხიმიანი ხაჭო, 2 ს. კ. ალოეს წვენი.

მომზადება: ყველა კომპონენტი დააბლენდერეთ, წაისვით სახეზე და 15 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ ეს ნიღაბი კვირაში 2-ჯერ გამოიყენოთ. ის ატენიანებს და ამშვიდებს კანს და მას უფრო ელასტიკურს ხდის.

გამწმენდი ნიღაბი

შეურიეთ 2 ს. კ. ალოეს წვენი 1 ჩ. კ. ლიმონის წვენს და მიღებული მასა ბამბით წაისვით კანზე. თავი შეიკავეთ სახის მიმიკისგან, სანამ ნიღაბი არ გაშრება. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ეს საშუალება შველის გამონაყარს, სიწითლეს და კანის სხვა დეფექტებს.

სახის მატონიზებელი სითხე

საჭიროა: 1 ჭიქა წყალი, 2 პაკეტი მწვანე ჩაი დანამატების გარეშე და 1 ს. კ. ალოეს დაქუცმაცებული შიგა რბილობი (კანის გარეშე).

მომზადება: წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, ჩადეთ მასში ჩაის პაკეტები და  5 წუთი დატოვეთ. შემდეგ ამოიღეთ, ჩაი გაგრილეთ და კარგად შეურიეთ ალოეს რბილობი. ჩაასხით ქილაში და კარგად შეანჯღრიეთ. გამოიყენეთ ბამბის დისკები ტონიკის წასასმელად და სახის გასაწმენდად. ეს ნარევი ატენიანებს კანს, ასუფთავებს მას ტოქსინებისგან და ამშვიდებს სახის გაღიზიანებულ ადგილებს.

მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close