იტალიასაზოგადოება

104 წლის იტალიელი ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

იტალიაში 104 წლის ქალმა ადა ზანუსომ (Ada Zanusso) კორონავირუსისგან გამოწვეული დაავადება COVID-19 დაამარცხა.

მედიის ინფორმაციით, ადა ზანუსო 1916 წელს დაიბადა. იგი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხუცთა სახლში ცხოვრობდა ლესონაში (ბიელის პროვინცია, პიემონტის რეგიონი, ჩრდილოეთ იტალია), სადაც ბოლო პერიოდში 20 ხანდაზმული გარდაიცვალა პნევმონიით, მათგან 9 – COVID-19-ის დიაგნოზით.

მარტის დასწყისში ადა ბებიამაც შეუძლოდ იგრძნო თავი, სიცხემ აუწია და ღებინება დააწყებინა. მისი ვაჟიშვილის, ჯამპიეროს თქმით, დედის ნახვა არ შეეძლო, რადგან აკრძალული იყო, მაგრამ ვიდეოზარით ყოველდღე ეკონტაქტებოდა. ადა ზანუსოს 17 მარტს გაუკეთეს ანალიზი და კორონავირუსი დაუდასტურდა, მაგრამ იმ დროისთვის იგი უკვე კარგად იყო. 2 დღის წინ კი ანალიზმა აჩვენა, რომ ქალი სრულად გამოჯანმრთელდა.

მკურნალი ექიმის თქმით, ადა ბებია უკვე საწოლიდან დგება, სკამზე ჯდება, გონებაც საღი და ნათელი აქვს.

ქალმა, რომელმაც 2 მსოფლიო ომი გამოიარა, გაიმარჯვა ბრძოლაში კორონავირუსის წინააღმდეგ, წერს იტალიური გამოცემა leggo.it

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close