საქართველო

ექიმი: კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 10-15 კილოს იწონიდა

კორონავირუსით ინფიცირებული, გარდაცვლილი 79 წლის ქალი 10-15 კილოს იწონიდა, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ.

მისი თქმით, გარდაცვლილ ქალს კორონავირუსთან ერთად სხვა მძიმე დაავადებებიც აწუხებდა და კახექსია ჰქონდა:

„პაციენტი 31 მარტს მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ გადმოიყვანეს უმძიმეს კრიტიკულ მდგომარეობაში. ჩვენთან მიმღებშივე იქნა აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანილი, ჰქონდა სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტს აღენიშნებოდა ბევრი ქრონიკული დაავადება, გულის კუნთის სერიოზული დაავადება, ყველა სარქველის უკმარისობა. ჰქონდა სეფსისი, სეპტიური შოკი და ბოლოს განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწავავე უკმარისობა და პაციენტი ამით დაიღუპა, თანდართულ კორონავირუსთან ერთად.

აღნიშნულ პაციენტს კახექსია ჰქონდა. მან 6-7 თვის განმავლობაში წონაში ძალიან დაიკლო, როცა ჩვენთან მოვიდა, კუნთოვანი შრე მთლიანად განლეული ჰქონდა და ძალიან გამხდარი იყო. მისი წონა, ალბათ, 10-15 კილოზე მეტი არ იქნებოდა. ასეთი იყო ეს პაციენტი, უმძიმეს მდგომარეობაში და დღემდე ჩვენ მისი სიცოცხლის გახანგრძლივება შევძელით. დღეს დილით, სამწუხაროდ, გარდაცვალება დაფიქსირდა“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით პირველი პაციენტი საქართველოში 4 აპრილს დილით გარდაიცვალა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close