მედიცინამსოფლიო

ახალი კვლევა: SARS-CoV2 შესაძლოა ჰაერში დაავადებულის სუნთქვით ვრცელდება

აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (NAS) მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსი, რომელიც დაავადება კოვიდ-19-ს იწვევს, არა მხოლოდ ხველებისა და ცემინებისას წარმოქმნილი მსხვილი წვეთებით, არამედ, უბრალოდ, დაავადებული ადამიანის ამონასუნთქი ჰაერითაც შეიძლება ვრცელდებოდეს.

დოქტორმა ჰარვი ფაინბერგმა, NAS-ის ინფექციური დაავადებების კომიტეტის ხელმძღვანელმა, თეთრი სახლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოლიტიკის ოფისის ხელმძღვანელს კალვინ დროგმაიერს წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერს, რომ „ამჟამინდელი კვლევები ამ საკითხზე გადამწყვეტ პასუხს ჯერ არ იძლევა, მაგრამ ბიოსამედიცინო შესწავლის არსებული შედეგები თანხვედრაშია ვირუსის სუნთქვით გადაცემასთან…“

თუ გავითვალისწინებთ იმ შემთხვევას, რომ ვირუსი ჰაერში ვრცელდება უბრალო ამოსუნთქვის დროს, მაშინ ვირუსის პროფილაქტიკა უფრო რთულდება.

ნინო ბაჯელიძე

წყარო: lifo.gr

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close