მსოფლიომედიცინა

ჩინეთში COVID-19-ით დაავადებულთა სამკურნალოდ დათვის ნაღველს გამოიყენებენ – „ბიბისი“

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ დათვის ნაღველს გამოიყენებენ. „ბიბისის“ ინფორმაციით, მკურნალობის ამ მეთოდის ლიცენზია ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ უკვე გასცა.

როგორც ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, კოვიდ-19-ით დაავადებულ იმ პაციენტებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომაროება კრიტიკულია, ინიექციას გაუკეთებენ, რომლის შემადგენლობაშიც შევა დათვის ნაღველი და სხვადასხვა ბალახეულის ნაყენი.

ამასთან, „ბიბისი“ ცნობით, ამ ეტაპზე აღნიშნული ინიექციის ეფექტიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

დათვის ნაღველს ჩინურ (ისევე, როგორც მონღოლურ და ტიბეტურ) ტრადიციულ მედიცინაში უკვე საუკუნეებია იყენებენ. ის არალეგალურ ბაზარზე საკმაოდ ძვირი ღირს. ცხოველთა დამცველები დათვის ნაღვლის სამკურნალოდ გამოყენების წინააღმდეგ გამოდიან.

ჩინეთში კოვიდ 19-ით ბოლო 24 საათში ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ „როიტერზე“ დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინური მედიის ინფორმაციით, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია.

წყარო: 1tv.ge

ცნობისათვის: ამ დროისთვის (02.04.2020, 14:00 სთ თბილისის დროით), ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუკის მონაცემებით, ჩინეთში ოფიციალურად რეგისტრირებულია SarsCoV2-ით ინფიცირების 82 394 შემთხვევა (მე-4 მაჩვენებელი აშშ-ის – 216 722, იტალიის – 110 574 და ესპანეთის – 104 118 შემდეგ); გარდაიცვალა 3322 პაციენტი (მე-5 მაჩვენებელი იტალიის – 13 155, ესპანეთის – 9387, აშშ-ის – 5137, საფრანგეთის – 4043 შემდეგ); გამოჯანმრთელდა 76 571 ადამიანი (პირველ ადგილზე. შემდეგი ლიდერები გამოჯანმრთელების მხრივ არიან:  ესპანეთი – 22 647, გერმანია – 19 175, იტალია – 16 847, ირანი – 15 473, საფრანგეთი – 11 055, აშშ – 8672).

მთლიანობაში კი ამ დროისთვის ჩვენს პლანეტაზე დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 942 000-მდე შემთხვევა, ლეტალური შედეგით დასრულდა 47 522,  გამოჯანმრთელდა195 929 ადამიანი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close