საქართველოსაზოგადოება

„კარდენახში ქელეხში ჩასულ ახალგაზრდას COVID-19 დაუდგინდა“ – გურჯაანის მერი

„19 წლის ახალგაზრდას, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში დაკრძალვაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდგინდა“, – განაცხადა გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა. დაკრძალვა 19 მარტს იყო და ახალგაზრდა სოფელში თბილისიდან ჩავიდა.

ხანდამაშვილის თქმით, პირველადი ინფორმაციით, მამაკაცს კონტაქტი ჰქონდა 30 ადამიანთან და ახლა სოფელში ამ კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

კარდენახში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორი ჯგუფი მუშაობს.

საქართველოში  31 მარტის 24:00 მონაცემებით, COVID-19-ით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 110-ს შეადგენს. კარდენახის შემთხვევა ამ საერთო რიცხვის ნაწილია.

თებერვლის ბოლოდან ამ დრომდე ლაბორატორიულად დადასტურებული 110-იდან 2 შემთხვევაში ინფიცირებულნი იყვნენ ავსტრიის მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაამგზავრეს.

დანარჩენი 108-იდან 21 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული 87 აქტიური შემთხვევაა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close