საქართველოსაზოგადოება

თენგიზ ცერცვაძე: ყოველდღე გვიკავშირდებიან იტალიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან კონსულტაციებს იღებენ

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სპეციალისტები კორონავირუსთან ბრძოლის საკითხზე კონსულტაციებს ქართველ ეპიდემიოლოგებთან გადიან. ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„რატომ მოხდა იტალიაში ის,რაც მოხდა? არა მარტო იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, ესპანეთი, გერმანია. გერმანიის მოდელს რომ აქებენ, 60 ათასი ინფიცირებულია. არ ვიცი, რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მან ასევე სწრაფ ტესტებზე ისაუბრა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა, რომ სახელმწიფოს მათი შეძენის რესურსი აქვს, თუმცა პრობლემა თავად ტესტების ხარისხშია, რადგან მათ დაბალი მგრძნობელობა აქვთ. შესაბამისად, მათი გამოყენება სპეციალისტებს შეცდომაში შეიყვანს.

„არცერთმა არ გაამართლა. 30% აქვს ყველას მგრძნობელობა. 30%-იანი მგრძნობელობიანი ტესტი რომ გქონდეს, ჯობია სულ არ გქონდეს, იმიტომ რომ ის შეცდომაში შეგიყვანს“, – განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.

მან საქართველოს მთავრობის რეაგირებას კორონავირუსის ეპიდემიაზე მაღალი შეფასება მისცა.

„მთავრობამ ეპიდემიის პირველი დღიდან აი ამ ბოლო დღემდე იმუშავა იდეალურთან ახლოს. მთელმა ვერტიკალმა. მან მყისიერი რეაგირება მოახდინა მარნეულის შემთხვევაზე. და შედეგი – მარნეულიდან გვაქვს სულ რაღაც 10 კაცის მატება, მაშინ როდესაც შეიძლებოდა ყოფილიყო ასეულები და ათასეულები“, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close