fbpx
იტალიასაზოგადოება

რომის პაპმა პანდემიის დასრულებისთვის ილოცა – „ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვართ და ერთად უნდა მოვუსვათ ნიჩბები“ (ვიდეო)

ჩვენ გვეგონა, „ყოველთვის ჯანმრთელები დავრჩებოდით ავადმყოფ მსოფლიოში“, რომელიც ომებისა და „პლანეტარული უსამართლობისგან“ იტანჯება

წვიმაში, გამაყრუებელ სიჩუმეში, პაპი წარმოთქვამს თავის „ღაღადისს“ წმინდა პეტრეს უკაცრიელ მოედანზე. „უფალო, ნუ მიგვატოვებ ქარიშხლის მბრძანელობაში!“ – პაპი ფრანცისკე ღმერთს შესთხოვს, შეხედოს „სამწუხარო მდგომარეობას“, რომელსაც კაცობრიობა პანდემიის გამო შეეჯახა.

„გევედრებით შენ: გაიღვიძე, უფალო!“  – ამბობს პაპი, ისევე როგორც სახარებაში ქრისტეს შეშინებული მოწაფენი, როდესაც ქარიშხალი ამოვარდება და ქრისტეს სძინავს. პაპი, აგრეთვე, ყველას სთხოვს, შეიცვალონ „კურსი“, დაუბრუნდნენ ღმერთს და ჭეშმარიტ ღირებულებებს, უპირველეს ყოვლისა, სოლიდარობას, იმიტომ რომ ჩვენ გვეგონა, „ყოველთვის ჯანმრთელები დავრჩებოდით ავადმყოფ მსოფლიოში“, რომელიც ომებისა და „პლანეტარული უსამართლობისგან“ იტანჯება.

პაპის ლოცვის ძალის გასაძლიერებლად წმინდა პეტრეს ბაზილიკის ეზოში რომაელთა საყვარელი ხატებია, სან მარჩელო ალ კორსოს სასწაულმოქმედი ხის ჯვარცმიდან დაწყებული,  Salus Populi Romani-მდე.

პაპი ფრანცისკე თავის მიმართვაში ღვთისადმი ახსენებს ყველა ადამიანს, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა, „დაღლილობისგან ქანცგაწყვეტილი ექიმებიდან“, პოლიტიკოსებამდე, რომლებსაც აქვთ გადაწყვეტილების მიღების ტვირთი. პაპი ლაპარაკობს და ფონად ისმის მხოლოდ წვიმის, თოლიების და  გამვლელი სასწრაფო დახმარების მანქანების ხმა.

„მრავალი კვირის განმავლობაში გვეჩვენება, რომ საღამომ დაისადგურა, ჩვენს მოედნებზე, ქუჩებსა და ქალაქებში სქელი წყვდიადი ჩამოწვა, მათ დაიკავეს ჩვენი ცხოვრება, ყველაფერი აავსეს გამაყრუებელი სიჩუმით და უკაცრიელი სიცარიელით“ და „ჩვენ შეშინებულები და დაკარგულები აღმოვჩნდით“, „გაოგნებულები მოულოდნელი და მრისხანე ქარიშხლისგან“, – ეს სიტყვები წარმოთქვა პაპმა ფრანცისკემ ევქარისტული Urbi et Orbi-ს წინ.

„ჩვენ მივხვდით, რომ ერთ ნავში ვიმყოფებით, ყველანი სუსტები და დეზორიენტირებულები, მაგრამ, ამავე დროს, მნიშვნელოვნები და საჭირონი, რადგან ყველანი მოწოდებულნი ვართ, ერთად მოვუსვათ ნიჩბები“, – განაცხადა მან წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე, წვიმის ქვეშ.

„უფალი გამოწვევას გვიგზავნის და, ქარიშხლის შუაგულში, მოგვიწოდებს გავაღვიძოთ და გავააქტიუროთ სოლიდარობა და იმედი, რომელთაც შეუძლიათ სიმტკიცე, საყრდენი და აზრი მისცენ იმ საათებს, როდესაც გვგონია, რომ ყველაფერი იძირება… მისი ჯვრის მიღება, – ამბობს პაპი, – ნიშნავს, იპოვო სიმამაცე, რათა მიიღო დღევანდელი დღის ყველა წინააღმდეგობა, წამიერად დაივიწყო დაუძლეველის და ყოვლისმომცველის შიში, რათა გაათავისუფლო ადგილი კრეატიულობისთვის, რომელიც მხოლოდ სულს შეუძლია მოგმადლოს. ეს ნიშნავს იპოვო შენში სიმამაცე, რათა გახსნა სივრცე, სადაც თითოეულს შეუძლია თავი იგრძნოს მოწვეულად და მივცეთ გზა სტუმართმოყვარეობის, ძმობის და სოლიდარობის ახალ ფორმებს“.

„უფალო, აკურთხე სამყარო, მიეცი ჯანმრთელობა სხეულებს და ნუგეში – გულებს. შენ გვთხოვ, რომ არ გვეშინოდეს, მაგრამ ჩვენი რწმენა სუსტია და ჩვენ გვეშინია. მაგრამ შენ, უფალო, არ მიგვატოვო ქარიშხლის მბრძანებლობაში“.

პაპი ლოცულობს „შიშით და მწუხარებით გატანჯული კაცობრიობისთვის“, „ავადმყოფთა და მომაკვდავთათვის, მარტოობით დათრგუნულთათვის“, „ექიმებისა და ჯანდაცვის მუშაკებისთვის, დაღლილობისგან ქანცგაწყვეტილების“, „პოლიტიკოსებისა და  ადმინისტრატორებისთვის, რომლებიც გადაწყვეტილების ტვირთს ზიდავენ“.

პაპი ლოცულობს, რომ პანდემია დასრულდეს.

წყარო: 

[arve url=”https://www.youtube.com/watch?v=5YceQ8YqYMc&feature=emb_logo” /]

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close