მსოფლიო

ესპანეთში გასულ 24 საათში 832 ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ით

ესპანეთში გასულ ერთ დღე-ღამეში COVID-19-ისგან 832 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ მედიასაშუალებები ესპანეთის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყებიან. კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 5690-ს მიაღწია და ამ მაჩვენებლით ესპანეთი მეორეა იტალიის შემდეგ, სადაც ამ დროისთვის 9100-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

მთლიანობაში კი ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რიცხვმა 72 248-ს მიაღწია, რაც 8189-ით მეტია, ვიდრე გუშინ.

მადრიდი ქვეყნის ყველაზე დაზარალებული რეგიონია 2757 ლეტალური და ინფიცირების 21 520 შემთხვევით. ამის გამო გადატვირთულია საავადმყოფოები და მორგები. მადრიდის ხელისუფლება აპირებს მეორე დროებითი მორგი გახსნას აეროპორტის მახლობლად მდებარე გამოუყენებელ ტერიტორიაზე. პირველი დროებითი მორგი გასულ კვირაში გაიხსნა სავაჭრო ცენტრ „ყინულის სასახლის“ (Palacio de Hielo) საციგურაო მოედანზე. ცხედრების გადასვენებაში ადგილობრივ ხელისუფლებას არმიის დანაყოფები ეხმარებიან.

ესპანეთმა 14 მარტს შემოიღო უპრეცედენტო შეზღუდვები ქვეყნის 46 მილიონზე მეტი მოსახლეობისთვის, რომელიც ამ კვირაში 11 აპრილამდე გაგრძელდა.

ესპანეთის ხელისუფლების თქმით, ქვეყანა შორს არ არის პანდემიის პიკისგან. მთავრობა აპირებს, ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტი ტესტი ჩაატაროს ინფიცირების შემთხვევების გამოსავლენად, რაც ეპიდემიის შეჩერებაში დაეხმარება.

ნინო ხოშტარია

წყარო 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close