fbpx
newsიტალია

განახლებული მონაცემებით, იტალიაში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 712-მდე გაიზარდა

იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს 712 ადამიანი ემსხვერპლა. განახლებულ მონაცემებს „ბიბისი“ აქვეყნებს.

მანამდე მედიაში იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოზე დაყრდნობით გავრცელდა მონაცემები, რომლის თანახმადაც, ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობა 662-ს შეადგენდა, თუმცა, როგორც სააგენტო განმარტავს, ამ მონაცემებში ასახული არ იყო პიედმონის რეგიონის სტატისტიკა, სადაც ვირუსს 50 ადამიანი ემსხვერპლა. შესაბამისად, განახლებული მონაცემებით, იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვი 712-ს შეადგენს, ეპიდემიის გავრცელების დღიდან კი სულ 8215 ადამიანია გარდაცვლილი.

ასევე, საკმაოდ მაღალია ინფიცირების ახალი შემთხვევები – 6153 (პრესკონფერენციაზე გამოცხადებული 4492-ის ნაცვლად), რითაც ვირუსის შემთხვევათა საერთო რაოდენობა 80 589-მდე გაიზარდა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close