ქართველები უცხოეთში

აშშ-ში მცხოვრები თინა ბედიაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

დარჩი სახლში და დაეხმარე მოხუც მეზობლებს!!!

აშშ-ში, აიოვას შტატ ქალაქ ფერფილდში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე თინა ბედიაშვილი ფეისბუქჯგუფში „ჩვენ ამერიკაში“ ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მოუწოდებს თანამემამულეებს, დარჩნენ სახლში და მეზობელ მოხუცებს დაეხმარონ.

„არ ვიცი საიდან დავიწყო. ახლა, როცა ყველაფრის გადაფასება გვიწევს, როცა უმრავლესობა გამოკეტილი ვართ სახლში, არ დაივიწყოთ მოხუცი მეზობლები, ვინც მარტო ცხოვრობს, არავინ ჰყავს და უმრავლესობა ძალზე შეშინებულია. 😓

მე ჩვეულებრივ, ერთ-ორსართულიან ამერიკის პატარა ქალაქში ვცხოვრობ. მარტო ჩემს ქუჩაზე რამდენიმე ასეთი მოხუცია. უკვე 10 დღეა, რაც ყველაფერი დაიკეტა. მოხუცებს სრულიად აეკრძალათ გარეთ გასვლა. მაშინ მოვასწარი და მივეცი რამდენიმე მოხუცს ჩემი ტელეფონის ნომერი. ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია სასურსათო მაღაზიაში და აფთიაქში სიარული. მათ კი არავინ ჰყავთ და თვითონ ვერ მიდიან.

ამ საღამოს პიცა შევუკვეთე და სახლში ვბრუნდებოდი, როცა ერთმა ასეთმა მოხუცმა ქალმა დიდი მოწიწებით დამირეკა. მთხოვა, მისი 3 კატისთვის წამალი ჩამეწვეთებინა. დაბრუნებისთანავე რა თქმა უნდა გავედი. ჩავიცვი რეზინის ხელთათმანები, სამედიცინო ნიღაბი მოვირგე, ერთი ნაჭერი ცხელი პიცა წავიღე და ვესტუმრე აივანზე. ვთხოვე ყველაფერი მოემზადებინა და მაგიდაზე დაედო, რომ კონტაქტი არ გვქონოდა. ცოტა შეშინებული ჩანდა. დიდი მოწიწებით და მადლიერებით სავსე თვალებით შემომხედა და მითხრა: ეს პიცა ჩემი ვახშამი იქნება, არაფერი მქონდა მზად, რომ მეჭამაო. შენ გენდობი, იმიტომ რომ მედდა იყავი ადრე და იცი წესებიო. ამ სიტყვებით ფული დამიდო მაგიდაზე. მართალი გითხრათ, შევცბი და შემრცხვა. ვუთხარი, რომ ფულის შემოძლევა საჭირო არ იყო. კიდევ რომ რამე დამჭირდეს, ასე ვერ დაგიძახებო და იმედით სავსე თვალებით შემომხედა. მე მას უკვე წლებია, რაც ვიცნობ. არასოდეს მინახავს ეს მაღალი, საკმაოდ ძლიერი ქალი ასეთი დაპატარავებული და შეშინებული. 😓😓😓 უცბად ძალიან მომინდა, რომ გადავხვეოდი, გულში ჩამიკრა და მენუგეშებია. მაგრამ! Stop! კორონავირუსი და სოციალური დისტანცია გამახსენდა მაშინვე. 😓😓

ვიგრძენი, როგორ მომადგა ცრემლები, რამდენიმე სანუგეშო წინადადება ვუთხარი სწრაფად, დაპირება ვთხოვე, რომ აუცილებლად დამირეკავს და სასწრაფოდ გამოვეცალე, რომ ჩემი ცრემლები არ დაენახა.

ახლა კი ვზივარ და ცრემლებით სავსე თვალებით ვწერ ამ პოსტს. 😓😓
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. 🤗🤗🤗

#დარჩითსახლში და თუ შეგიძლიათ დაეხმარეთ მოხუცებს! 🤗♥️♥️♥️

ჯანმრთელობას და გამძლეობას გისურვებთ ყველას! 🤗♥️♥️♥️ჩვენ ერთად დავამარცხებთ ვირუსს!

ამ დროისთვის ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსის პანდემიის ახალი ცხელი კერაა – გუშინ ქვეყანამ ჩინეთს გაუსწრო ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით (86 ათასამდე  დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 1296, აქედან – 365 ნიუ-იორკის შტატში; აიოვას შტატში ერთი გარდაცვლილია).

ამერიკის მთავრობამ 2 ტრილიონი დოლარი გამოყო ეპიდემიის შედეგების სალიკვიდაციოდ, სხვადასხვა ღონისძიებისთვის, მათ შორის, მოქალაქეთა დასახმარებლად. რამდენიმე საათის წინ დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ჩინეთის მეთაურს – სი ძინპინს. ორი უდიდესი სახელმწიფოს ლიდერი შეთანხმდა, რომ ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში დაეხმარება.

ნინო ლურსმანაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close