ესპანეთში გარდაცვლილ ცირა ალიხანაშვილს მადრიდში დაკრძალავენ
სერგო მელაძეს ბარსელონაში კრემაცია ჩაუტარეს
ცნობილი გახდა, რომ ესპანეთში გარდაცვლილ 5 შვილის დედას, 34 წლის ცირა ალიხანაშვილს მადრიდში დაკრძალავენ. ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილი ქალის მეუღლემ მამუკა ნაჭყებიამ დაუდასტურა.
ქალაქ ბარსელონაში გარდაცვლილ 73 წლის სერგო მელაძეს კი კრემაცია ჩაუტარეს.
„ბიძაჩემს იქ ჰყავს ოჯახი და შვილები, ამიტომ გადაწყდა, რომ მის ცხედარს კრემაციას ჩაუტარებენ. ეს დღეს მოხდება. გვითხრეს, როდესაც გზები გაიხსნება ფერფლის ნაწილს გამოგვატანენ“, – უთხრა გუშინ დავით მელაძემ „პრაიმტაიმს“.
73 წლის სერგო მელაძე ბარსელონაში COVID-19-ით 22 მარტს გარდაიცვალა. იგი წარმოშობით წალენჯიხიდან იყო და ბოლო წლების განმავლობაში ბარსელონაში ცხოვრობდა. ესპანეთში მცხოვრები ქართველები სერგო მელაძეს დადებით პიროვნებად ახასიათებენ და ამბობენ, რომ იგი ადგილობრივ ქართველებს მრავალჯერ დახმარებია.
ესპანეთში ახალი ტიპის კორონავირუსით სამი ქართველი გარდაიცვალა.
წყარო: primetime.ge
კომენტარები