ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 23-29 მარტი

23 მარტი კლებადი მთვარის პერიოდია. ამ დღეს ფრთხილად უნდა იყოთ, შეცდომები არ დაუშვათ გაუაზრებლობისა და უყურადღებობის გამო. ატმოსფერო ამ დროს შეიძლება იყოს ბუნდოვანი, გაურკვეველი. ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან ნევროზისკენ, შფოთვებისა და სხვა არაოპტიმალური ფსიქიკური მდგომარეობებისკენ, ძლიერად იგრძნობენ ამ დაძაბულობას.

24 მარტს ახალმთვარეობაა. ამ დღეს ბევრი რამ შემთხვევაზეა დამოკიდებული. ბედნიერი შემთხვევა იქნება ეს თუ არა, თქვენი გადასაწყვეტი არაა. შეიძლება ინერვიულოთ, მაგრამ რა საჭიროა?! უბრალოდ, მოეშვით და დინებას მიჰყევით.

25-იდან 29 მარტამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ამ პერიოდის განმავლობაში დარწმუნებული იყავით საკუთარ თავში და მაშინ ირგვლივ მყოფებიც დაინახავენ თქვენში ძლიერ პიროვნებას. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას გამოიყენეთ. დიდი ალბათობით, შეგამჩნევენ და დააფასებენ თქვენს უნარებს.

 

ვერძი

დროა, განწყობა აიმაღლოთ, თუნდაც სირთულეების წინაშე იყოთ! შეძლებისდაგვარად გაერთეთ მეგობრებთან ერთად, თუნდაც დისტანციურად. შესაძლოა ავად გახდეთ, გაცივდეთ, მაგრამ საშიში არაფერი გემუქრებათ –  ადვილად გამოჯანმრთელდებით!

სასიკეთო დღეები: 26, 29.

არასასიკეთო დღე:  24.

 

კურო

ეს დრო ხელსაყრელია ახალი ნაცნობობისთვის. მარტოხელა კუროებმა შეიძლება თავიანთი საბედო გაიცნონ. რაც შეეხება ფინანსებს, შეეცადეთ ვალებში არ აღმოჩნდეთ ჩაფლული და არც სესხი აიღოთ. 24 მარტი თქვენთვის რთული დღე იქნება, წინასწარ შეიპირეთ ახლობელი ადამიანები, რომ დაგეხმარებიან, თუ დაგჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 27, 29.

არასასიკეთო დღე: 23.

 

ტყუპი

ნუ შეეწინააღმდეგებით იმ გარემოებებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მოხდება. უკეთ ისწავლეთ მათთან ოსტატურად ადაპტირება. ახლობლებთან ნუ ჩხუბობთ: მალე შეიძლება მათი დახმარება დაგჭირდეთ! ბავშვები ამ დღეებში ძალიან ჭირვეულები არიან. გამაგრდით!

სასიკეთო დღეები: 25, 29.

არასასიკეთო დღე:  27.

 

კირჩხიბი

იფიქრეთ იმაზე, რისი შეცვლა გსურთ თქვენს ცხოვრებაში. ეს პერიოდი ხელსაყრელია სპონტანური გადაწყვეტილებებისთვის. თუ მარტო ხართ, გაილამაზეთ მარტო ყოფნა – უყურეთ რამე მხიარულ ფილმს, კარგ კომედიას ან მელოდრამას, რომელც ჰეფი ენდით მთავრდება. თქვენი პრობლემები იმაზე მალე მოგვარდება, ვიდრე ელოდებით.

სასიკეთო დღეები: 26, 28.

არასასიკეთო დღე: 24.

 

ლომი

მიმდინარე წლის 23 მარტი თქვენთვის უაღრესად სასიამოვნო დღე იქნება. საყვარელი ადამიანი გაგაკვირვებთ, დღე კარგად ჩაივლის და განწყობა შესანიშნავი იქნება! ამ კვირაში შესაძლებელია დაბრკოლებები და რთული ამოცანები. მთავარია, ყველაფრის გადაწყვეტა ერდროულად არ მოინდომოთ. დასახეთ პრიორიტეტები.

სასიკეთო დღეები: 25, 29.

არასასიკეთო დღე:  23.

 

ქალწული

ახლა ძნელი იქნება სიზარმაცესთან ბრძოლა. მაგრამ თუ ამის გაკეთებას ვერ შეძლებთ, უსიამოვნება გელით. თავისუფალი დრო ამ კვირაში სასარგებლო წიგნების კითხვაში გაატარეთ. ახლო მომავალში სამსახურში შესაძლებლობა გექნებათ იბრწყინოთ თქვენი ცოდნით და ყველა გააკვირვოთ.

სასიკეთო დღეები: 26, 29.

არასასიკეთო დღე: 24.

 

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ აჩქარდეთ.  გადადეთ მეორეხარისხოვანი საქმეები შემდეგისთვის. სამსახურში დატვირთვა კვირის შუა რიცხვებში წარმოიქმნება, მაგრამ უმჯობესია საქმეების დელეგირება მოახდინოთ, ვიდრე ყველაფრის გაკეთება საკუთარ თავზე აიღოთ. შეიცოდეთ საკუთარი თავი! ახლა თქვენ ხარისხიანი დასვენება გჭირდებათ!

სასიკეთო დღეები: 24, 28.

არასასიკეთო დღე: 25.

 

მორიელი

თქვენი ენერგია ახლა საკმარისია მრავალი მცირე და დიდი საქმის შესასრულებლად! გაითვალისწინეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დღე იქნება პარასკევი, 27 მარტი. თამამად დაგეგმეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები და მოლაპარაკებები, თუნდაც ინტერნეტით. ამის შემდეგ შაბათ-კვირას კარგად დაისვენეთ.

სასიკეთო დღეები: 23, 26.

არასასიკეთო დღე: 28.

 

მშვილდოსანი

გარშემომყოფები ახლა თქვენზე ძლიერ ზეგავლენას მოახდენენ. თანამოსაუბრე უფრო ფრთხილად შეარჩიეთ! დასახეთ პრიორიტეტები: უმჯობესია ახლა ოჯახი პირველ ადგილზე დააყენოთ, სამუშაო მოიცდის. ამ დღეებში კონფლიქტებს მოერიდეთ, თორემ ადვილად არ მოგვარდება.

სასიკეთო დღეები: 23, 28.

არასასიკეთო დღე: 26.

 

თხის  რქა

ცდუნებებს, რომლებიც ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ, უმჯობესია არ აჰყვეთ. ეს ასევე თქვენს კვებასაც ეხება. განსაკუთრებით შაბათ-კვირას დაიცავით ჯანსაღი დიეტა. საყვარელმა ადამიანი ამ დღეებში შეიძლება იმედი გაგიცრუოთ და  თქვენთვის მოულოდნელი თვისება გამოავლინოს.

სასიკეთო დღეები: 26, 27.

არასასიკეთო დღე:  29.

 

მერწყული

ნუ აჰყვებით პროვოკაციებს! სიმშვიდე შეინარჩუნეთ, თუნდაც თქვენს ემოციებზე იმოქმედონ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ამ პერიოდში ხელსაყრელია ფულადი ინვესტიციების განხორციელება, თუმცა კარგი იქნება, თუ მანამდე კონსულტაციას გაივლით სპეციალისტთან.

სასიკეთო დღეები: 23, 25.

არასასიკეთო დღე: 27.

 

თევზები

მაშინაც კი, თუ ვერ განახორციელებთ ყველაფერს, რაც დაგეგმილი გაქვთ, ნუ გაკიცხავთ საკუთარ თავს. ბოლო დროს ბევრი კარგი საქმე გააკეთეთ! აუცილებლად იფიქრეთ საკუთარი თავი რაიმე სასიამოვნოთი დააჯილდოოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში მძიმე საკვების მიღებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

სასიკეთო დღეები: 23, 29.

არასასიკეთო დღე:  25.

თამთა გურული

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close