საქართველოსაზოგადოება

საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია – სინოდის განჩინება (ვიდეო)

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო ზიარების წესი არ შეიცვლება. ამის შესახებ ნათქვამია დადგენილებაში, რომელიც წმინდა სინოდის 20 მარტის სხდომაზე მიიღეს. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობდა.

„ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმიდის სფეროა, სადაც აღესრულება ღვთაებრივი სასწაული, რომელიც მარადიულ ცხოვრებასთან თანაზიარყოფს ადამიანს. ადგილი სულიწმიდის განსაკუთრებული მოქმედების არის ტაძარი. ევქარისტია ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსია. წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც რწმენითა და საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება. ამიტომაც ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, უარის თქმა ყოვლად მიუღებელია“, – აღნიშნულია სინოდის განჩინებაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close