ნიდერლანდების ჯანდაცვის მინისტრი ბრუნო ბრუინსი ცუდად გახდა და გონება დაკარგა. ინციდენტი 19 მარტს პარლამენტის სხდომაზე მოხდა, სადაც კორონავირუსის თემას განიხილავდნენ.
56 წლის მინისტრმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის, გეერტ ვილდერს სიტყვით გამოსვლისას დაკარგა გონება.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, მოგვიანებით მინისტრმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მუშაობით გამოწვეული გადაღლილობით ახსნა.
დღის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზი პრესსამსახურს არ დაუკონკრეტებია.
ნიდერლანდების სამეფოში ამ დროისთვის კორონავირუსის 2051 შემთხვევაა დადასტურებული. Covid 19-მა ქვეყანაში 58 ადამიანი იმსხვერპლა.
კომენტარები