იტალიასაზოგადოება

იტალიაში, ევროპაში პირველად, კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა იწყება

COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვმა 2500-ს გადააჭარბა

იტალიაში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი გასულ დღე-ღამეში 345-ით გაიზარდა და 2503-ს მიაღწია, ინფიცირების ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი 3500-ის დონეზე რჩება, – განაცხადა სამოქალაქო დაცვის სამსახურის პრესკონფერეციაზე კომისარმა ანჯელო ბორელიმ 17 მარტს, საღამოს.

გამოჯანმრთელდა 192 პაციენტი და მთლიანობაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 2941-ს მიაღწია (ორშაბათს გამოჯანმრთელების 414 შემთხვევა დაფიქსირდა, კვირას – 369) .

ბორელის თქმით, იტალიაში კორონვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე ინფიცირების 31 500 შემთხვევაა გამოვლენილი (გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით).

ინფიცირებულთა ყოველდღიური ზრდის დინამიკა ბოლო დღეებში იტალიაში 3-3,5 ათასის დონეზე რჩება.

ამ ფონზე იტალიაში, ევროპაში პირელად, კორონავირუსის SarsCoV2-ის ვაქცინის გმოცდა იწყება – ამის შესახებ სააგენტო ANSA იტყობინება. როგორც გამოცემა წერს, პრეპარატი კომპანია Takis-მა შეიმუშავა. იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გასცა მისი ტესტირების ნებართვა.

ვაქცინის გამოცდა ამ კვირაში დაიწყება – თავდაპირველად ცხოველებზე, დადებითი შედეგების მიღების შემდეგ კი მას უკვე ადამიანებზეც გამოცდიან.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close