საქართველოს საელჩოს განცხადება საბერძნეთში მყოფი მოქალაქეების საყურადღებოდ, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას აპირებენ!
საქართველოს საელჩო საბერძნეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების საყურადღებოდ, რომლებიც საქართველოში გამომგზავრებას აპირებენ, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ‼️ ✈️ საბერძნეთიდან საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს გაცნობებთ, რომ ავიაკომპანიამ “Wizzair” შეწყვიტა ფრენების განხორციელება საბერძნეთი-საქართველოს და საქართველო-საბერძნეთის მიმართულებით. ✈️ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 23 მარტამდე შეგიძლიათ ისარგებლოთ ბერძნული ავიახაზებით “aegean airlines”, რომელიც საბერძნეთიდან (ქ.ათენი) საქართველოს (ქ.თბილისი) მიმართულებით (და პირიქით) განახორციელებს პირდაპირ რეისებს.
🔺საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს საელჩოს ტელეფონის ნომერზე +302107489180, რათა მიეწოდოთ ინფორმაცია და გაეწიოთ კონსულტაცია საქართველოში დაბრუნების ალტერნატიული მარშრუტების შესახებ.
🔺აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს საელჩოს ცხელი ხაზი +306995779793.
🔺საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენების განრიგის უკანასკნელი მონაცემები გთხოვთ, იხილოთ: http://gov.ge/s/8f806.
🔺ინფორმაციის განახლება ფრენების განრიგის შესახებ ხდება რამდენიმე საათში ერთხელ.
კომენტარები