ჯანმრთელობარჩევები

ეფექტიანი ხალხური საშუალებები იმუნიტეტის ასამაღლებლად

ბოლო პერიოდში ინტერნეტში უამრავი ფეიკ-ნიუსი გამოჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა საშუალებებით შეიძლება ვებრძოლოთ 21-ე საუკუნის დაავადებას – კორონავირუსს.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იტყობინება, ამ ვირუსის საწინააღმდეგო საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს და მისგან თავის დაღწევაში ვერც ნიორი და ცხელი აბაზანები გიშველით. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ ძალზე მნიშვნელოვანია თავად ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების ანუ იმუნური სისტემის მდგომარეობა. რაც მაღალია თქვენი იმუნიტეტი, მით უფრო სავარაუდოა, რომ ეს ინფექცია არ შეგეყრებათ, ან მსუბუქი ფორმით გადაიტანთ.

გთავაზობთ საუკუნეების განმავლობაში გამოცდილ ხალხურ საშუალებებს იმუნიტეტის ასამაღლებლად. დაამზადეთ, რომელიც მოგეწონებათ, მიიღეთ და იყავით ჯანმრთელი!

1. სამკურნალო კომპოტი კენკრისა და ბალახეულისგან. მის შემადგენლობაში შედის პიტნა, წაბლის ყვავილი და ბარამბო. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი თანაბარი პროპორციით და დააქუცმაცეთ. მიღებული ნარევის ხუთი სუფრის კოვზი ჩაყარეთ სქელძირიან ჭურჭელში და დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, შემდეგ გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე ხუთი წუთის განმავლობაში. ჩამოდგით ნაყენი, შეფუთეთ და დატოვეთ 2-3 საათის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ. ცალკე დაამზადეთ 2 ლ უშაქრო კომპოტი შემდეგი კენკრისგან: მოცვი, შავი მოცხარი, ალუბალი, მარწყვი (შეგიძლიათ გამოიყენოთ გაყინული ხილი). შეურიეთ ერთმანეთს კომპოტი და ბალახეულის ნაყენი, დაატკბეთ თაფლით, მიიღეთ დღეში 200 მლ კვებამდე ნახევარი საათით ადრე.

2. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 300 გ ნიგოზი, 300 გ ხმელი გარგარი, 300 გ ქიშმიში და 3 ლიმონი ქერქიანად და დაუმატეთ 1 ჭიქა თაფლი. მიიღეთ დღეში 1 ს. კ. (მოზრდილებში) და 1 ჩ. კ. (ბავშვებში) დღეში ერთხელ უზმოზე, ჭამამდე ერთი საათით ადრე. მისი მიღება შესაძლებელია ღამითაც.

3. ერთმანეთს შეურიეთ 100 გ ნიგოზი, 100 გ კანიანად გახეხილი ვაშლი, 2 ლიმონის წვენი, 1 ს. კ. თაფლი. მიიღეთ 1 ს. კ. (მოზრდილებში) და 1 ჩ. კ. (ბავშვებში) 2-3 ჯერ დღეში ჭამის წინ. შეინახეთ მაცივარში.

4. აიღეთ 300 გ შტოშის (რუს. клюква) ჩირი, 1 ჩ. ჭ. ნიგოზი და კანიანად დაჭრილი 2-3 მწვანე (სასურველია ზამთრის ჯიში) ვაშლი. დაუმატეთ 0,5 ჭიქა წყალი და შაქარი გემოვნებით, მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე. დააბლენდერეთ და ჩაასხით ქილებში. მიიღეთ 1 ს. კ. დილა-საღამოს ჩაისთან ერთად.

5. იმუნური სისტემისთვის შესანიშნავი დამხმარეა ასკილი. მისი ნაყოფი გამოიყენება ავიტამინოზის საწინააღმდეგოდ (როგორც ვიტამინების დანაკლისის შემავსებელი), ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, აგრეთვე, იყენებენ, როგორც შარდმდენ, ნაღველმდენ, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობების სამკურნალო საშუალებას. ნაყენის რეცეპტი: 8 ს. კ. ხმელ ნაყოფს დაასხით 4 ჭიქა მდუღარე წყალი, დაუმატეთ 4 ს. კ. შაქარი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. დააყენთ 4 საათის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ და ბოთლში გადაასხით. მიიღეთ 100 მლ დღეში ერთხელ ჭამის შემდეგ.

6. 2-3 თავი საშუალო ზომის ხახვი წვრილად დაჭერით და 200 გ შაქარს შეურიეთ. დაამატეთ 0,5 ლ წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე მინიმუმ საათნახევრის განმავლობაში. როდესაც მასა გაცივდება, დაუმატეთ მას 2 ს. კ. თაფლი, გაწურეთ და მინის ჭურჭელში გადაასხით. მიიღეთ 1 ს. კ. 3-5-ჯერ დღეში. ეს ნარევი გამოიყენება არა მხოლოდ იმუნიტეტის გასაძლიერებლად, არამედ გაციებისა და სურდოს პროფილაქტიკისთვისაც.

7. იმუნიტეტს ამაღლებს და სეზონური ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგოდ შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალებაა შემდეგი შემადგენლობის ნაყენი: აიღეთ თანაბარი რაოდენობით ასკილის ნაყოფი, ძახველი, ბარამბო და სალბი. 5 ს. კ. ნარევს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, დატოვეთ 2 საათის განმავლობაში თერმოსში, გააგრილეთ. გამოყენებამდე დაუმატეთ 4 წვეთი ქაცვის ზეთი.

მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

ამავე თემაზე: 5 მარტივი საშუალება იმუნიტეტის გასაძლიერებლად

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close