იტალიავიდეოსაზოგადოება

როგორ ამხნევებენ ერთმანეთს კარანტინში მყოფი იტალიელები (ვიდეო)

მთავრობის მიერ იტალიის „წითელ ზონად“ გამოცხადების შემდეგ მთელი ქვეყანა კარანტინშია. თითქოს ცხოვრებაც ჩაკვდა, მაგრამ იტალიელები დანებებას არ აპირებენ.

ქვეყნის მასშტაბით ფლეშმობი მოეწყო, რომლის მონაწილეებიც ხალხს მოუწოდებდნენ, გამოაღონ ფანჯრები, გამოვიდნენ აივნებზე და სიჩუმე დაარღვიონ. სოციალურ იზოლაციაში მყოფი იტალიელებიც აივნებზე გამოეფინენ და სიმღერებით ამხნევებენ ერთმანეთს. ფლეშმობის ორგანიზება სოციალური ქსელებით მოხდა.

„არ დავნებდებით… ისეთი ხალხი, როგორიც ჩვენ ვართ, არასდროს ნებდება! წინ, იტალია! ვირუსი, რომელიც ჩვენ გვემუქრება, ვერ დაგვამარცხებს“, – მღერიან იტალიელები.

რომის სან ლორენცოსა და პინიეტოს უბნებში, სადაც პარასკევს საღამოს, ტრადიციულად, ახალგაზრდები იკრიბებიან გასართობად და დროის გასატარებლად, დღეს იტალიის ჰიმნის ხმა ისმოდა. ეროვნული ჰიმნი მოქალაქეებმა ღია ფანჯრებიდან და აივნებიდან შეასრულეს.

ფლეშმობში სიცილიელებიც ჩაერთვნენ, აივნებზე დროშები გამოფინეს და ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.

Music Flash mob from Sicily.

Gepostet von Dear Italy am Freitag, 13. März 2020

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close