საქართველოსაზოგადოება

„ღორის გრიპით“ 52 ადამიანი გარდაიცვალა, ახლა არცერთი სიკვდილიანობა არ გვაქვს, პანიკა უადგილოა“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას ამშვიდებს და აცხადებს, რომ პანიკა უადგილოა. მან „ღორის გრიპის“ პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, დღეს კი გარდაცვალების არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.

„მინი აფეთქებები იქნება, რაოდენობა მოიმატებს, შეიძლება მნიშვნელოვნადაც, თუმცა რადგან სახელი „კორონავირუსი“ ჰქვია, მოსახლეობა მტკივნეულად აღიქვამს. როცა იყო „ღორის გრიპის“ ეპიდემია, როგორც ჩანს, სახელი „გრიპი“ ამშვიდებდა მოსახლეობას. მაშინ საქართველში „ღორის გრიპისგან“ 52 ადამიანი გარდაიცვალა. მაშინ საქართველომ დადო ევროპაში საუკეთესო შედეგი და ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სიკვდილობის. ახლა კი არცერთი სიკვდილიანობა არ გვაქვს, სულ 24 ინფიცირებული გვყავს (ამ დროისთვის უკვე 30 – რედ.) და პანიკა უადგილოა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

mcm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close