საქართველოსაზოგადოება

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა

ამ დროისთვის გამოვლენილ შემთხვევათა რიცხვი 15-ს აღწევს

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა.

როგორც საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე არის აღნიშნული, საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 15 შემთხვევა ფიქსირდება.

ამასთან, საქართველოს პირველ არხს თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ექიმმა მარიამ ენდელაძემ განუცხადა, რომ აღნიშნული ორი პაციენტი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, დამაკმაყოფილებელია. ენდელაძის თქმით, აღნიშნული მოქალაქეების კვლევის შედეგები ლუგარის ლაბორატორიიდან კლინიკამ გვიან ღამით მიიღო. როგორც მან აღნიშნა, პაციენტებს იტალიასთან ჰქონდათ კონტაქტი.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ არც ერთ პირს ამჟამად სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ აღენიშნება, თუმცა ეს სიმშვიდის საფუძველს არ იძლევა:

„მართალია ამ დროისათვის არც ერთ პირს სიცოცხლისთვის საშიში გართულება არ ემუქრება, ამ წუთში არ აღენიშნება, მაგრამ ეს არ გვაძლევს სიმშვიდის საფუძველს, რადგან ამ დაავადებას ახასიათებს პროგრესირება – შესაძლოა მსუბუქ, საშუალო ან მძიმე ფორმაშიც კი მოხდეს დაავადების პროგრესირება და ნებისმიერი გართულების გამოვლენა. აქედან გამომდინარე, მუდმივად მიმდინარეობს მონიტორინგი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

როგორც ცნობილია, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი საჩხერის საავადმყოფოში მკურნალობს, მეორე პაციენტს კი, ჭიათურელ მამაკაცს, რომელიც 2 დღის წინ შეიყვანეს საჩხერის საავადმყოფოში, ლუგარის ლაბორატორიის პასუხის თანახმად, ახალი კორონავირუსით  ინფიცირება არ დაუდასტურდა.

stopcov.ge-ზე განთავსებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 51 პაციენტი.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close