ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 9-15 მარტი

9 მარტს სავსე მთვარეა. ამ დღეს ძლიერი ენერგია აქვს! ყველას არ შეუძლია გაუმკლავდეს მას. 9 მარტისთვის მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი საქმე დაგეგმეთ და წარმატებით განახორციელებთ.

10-იდან 15 მარტამდე კლებადი მთვარის პერიოდია. ამ დღეებში ბევრი იგრძნობს დაღლილობას, სისუსტეს, ძილიანობას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც საკუთარ სურვილებს უნდა მიჰყვეთ. თუ შესაძლებელია, მაქსიმალურად დაისვენეთ!

 

ვერძი

ნუ იჩქარებთ, უმჯობესია ბევრი გადაწყვეტილება კარგად გაიაზროთ. ფინანსურ საკითხებში კონსულტაცია სპეციალისტებთან გაიარეთ. ნებისმიერი გარიგება უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ამ დღეებში უკიდურესად არასასურველია. შაბათ-კვირას დაკავდით საქმეებით, რომლებიც გადადებული გქონდათ.

სასიკეთო დღეები: 9, 15.

არასასიკეთო დღე: 10.

 

კურო

გამბედაობა და თავდაჯერებულობა ახლა არ გაწყენდათ. ნუ დაიხევთ უკან და შეეპასუხეთ, თუ თქვენს ინტერესებს ეხებიან. გონების დასამშვიდებლად ვარსკვლავები გირჩევენ საოჯახო საქმეებით დაკავდეთ. ბინაც მოწესრიგებული იქნება და თქვენც სულიერ სიმშვიდეს იგრძნობთ!

სასიკეთო დღეები: 11, 15.

არასასიკეთო დღე: 12.

 

ტყუპი

ძნელი იქნება გაუძლოთ ცდუნებებს, მაგრამ ამის გაკეთება მოგიწევთ. რთული პერიოდია: სწორედ ახლა ბევრ ტყუპს პარტნიორთან ურთიერთობა შეიძლება გაუფუჭდეს. ზოგადად, შეეცადეთ ამ დღეებში უფრო დამყოლი იყოთ და ხშირად წახვიდეთ კომპრომისზე.

სასიკეთო დღეები: 9, 13.

არასასიკეთო დღე: 12.

 

კირჩხიბი

ხანდაზმულ მშობლებს სჭირდებით – ნუ დატოვებთ უყურდღებოდ! თუ თავადაც დახმარება გჭირდებათ, ნუ მოგერიდებათ, რომ კოლეგებს მიმართოთ. თვის შუა რიცხვებისკენ ცოტა ხნის წინ დაუდევრობით ჩადენილი შეცდომის გამო გაწითლება მოგიწევთ და მედგრად აიტანეთ საყვედურები.

სასიკეთო დღეები: 9, 14.

არასასიკეთო დღე: 11.

 

ლომი

თქვენი დროის დიდი ნაწილი ოჯახის წევრებსა და ახლობელ ადამიანებთან გაატარეთ. იდეალური იქნება ერთობლივი შვებულების მოწყობა. ახლა შეგიძლიათ და საჭიროცაა დახარჯოთ ფული: ძალიან საჭირო რამეებს შეიძენთ. 11 მარტს რომელიმე სასიამოვნო პროცედურისთვის სილამაზის სალონში წადით.

სასიკეთო დღეები: 11, 15.

არასასიკეთო დღე: 13.

 

ქალწული

მნიშვნელოვანი საკითხები უმჯობესია ახლა დაასრულოთ,: შემდეგ ისინი ბევრ პრობლემას შეგიქმნიან. შეეცადეთ ამ პერიოდში არავის არაფერი დაჰპირდეთ, განსაკუთრებით ხალხს, ვისაც კარგად არ იცნობთ. კონცენტრირება მოახდინეთ სამუშაოზე ან სწავლაზე, საოჯახო საკითხები მოიცდის.

სასიკეთო დღეები: 9, 15.

არასასიკეთო დღე: 10.

 

სასწორი

ბუმერანგის წესი კარგად იმუშავებს: როგორც თავად მოექცევით ადამიანებს, ისე მოგექცევიან ისინიც. ბავშვები რთული ამოცანების წინაშე დაგაყენებენ, მზად იყავით მათთან გასამკლავებლად. მარტოხელებმა შეიძლება მეორე ნახევრის პოვნა შეძლონ, თუ შაბათ-კვირას სადმე წავლენ გასართობად და დროის გასატარებლად.

სასიკეთო დღეები: 11, 15.

არასასიკეთო დღე: 12.

 

მორიელი

მაშინაც კი, თუ ამ დღეებში თქვენი განწყობა ნულოვან ნიშნულზე დაეცა, შეეცადეთ ხელოვნურად აიმაღლოთ. ბევრი მოვლენა დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორია თქვენი შეხედულებები მათთან დაკავშირებით. მათ, ვისაც დიდი ხანია სურს სპორტით დაკავება, გაბედულად უნდა იმოქმედონ! ახლა ადვილი იქნება ვარჯიშის რეჟიმზე გადასვლა.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 13.

 

მშვილდოსანი

ამ პერიოდში გაცილებით მეტი ენერგია გექნებათ, ვიდრე ოდესმე, მთავარია სწორი მიმართულებით წარმართოთ. შეეცადეთ არ იჩხუბოთ, განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებთან. ამ პერიოდში დაწყებული კონფლიქტები მალე არ მოგვარდება. 13-იდან 15 მარტის ჩათვლით საკუთარი თავი რამით გაახარეთ და გაანებივრეთ.

სასიკეთო დღეები: 14, 15.

არასასიკეთო დღე: 11.

 

თხის რქა

მორიდებულობის დრო არ არის! აჩვენეთ თქვენი ძლიერი მხარეები ირგვლივ მყოფებს. ეს პერიოდი ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის: მუზა გესტუმრებათ. ვარსკვლავები არ გირჩევენ ახლა სესხის აღებას. ფინანსებთან დაკავშირებით განსაკუთრებით ფრთხილად 12 მარტს უნდა იყოთ.

სასიკეთო დღეები: 9, 13.

არასასიკეთო დღე: 15.

 

მერწყული

ამ პერიოდში შეძენილ ახალ ნაცნობებთან ურთიერთობა აუცილებლად გაგრძელდება, შესაძლოა რომელიმეს რომანტიკული ფონიც ახლდეს. ზოგადად, ახლა უკეთესია დრო აქტიურად გაატაროთ. დაგეგმეთ ეს კვირა ისე, რომ თავისუფალი დღეები მინიმუმამდე დაიყვანოთ.

სასიკეთო დღეები: 11, 14.

არასასიკეთო დღე: 9.

 

თევზები

შესანიშნავი დროა კარიერულ კიბეზე წინ წასაწევად! მზად იყავით, რომ ხელმძღვანელობის წინაშე თავი გამოიჩინოთ. ოჯახის წევრები თავიანთი პრობლემებით მოგმართავენ – დახმარება მოგიწევთ. კვირის ბოლოს თქვენი ძალები ამოიწურება. შეეცადეთ ცოტა ხნით მარტო დარჩეთ, რომ ენერგიის მარაგი შეივსოთ.

სასიკეთო დღეები: 12, 13.

არასასიკეთო დღე: 10.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close