საქართველოპოლიტიკა

დაბრუნების მსურველი საქართველოს მოქალაქეები უკვე დარეგისტრირებულები არიან და მათ იტალიიდან თბილისში უახლოეს მომავალში ჩამოიყვანენ

იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ავიამიმოსვლის შეჩერებამდე 2 კვირით ადრე იყიდეს ბილეთები, უკვე იდენტიფიცირებულები და დარეგისტრირებულები არიან, – განაცხადა  დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს და იტალიის საელჩოები უზრუნველყოფენ ყველა იდენტიფიცირებული და დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქის იტალიის სხვადასხვა ქალაქიდან რომში ჩაყვანას, საიდანაც ისინი ორგანიზებულად გამოემგზავრებიან საქართველოში.

„…საელჩოში არსებობს იმ ადამიანების სია, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში იყვნენ და წინასწარ ჰქონდათ ნაყიდი ბილეთები. ისინი ორგანიზებულად იქნებიან ჩამოყვანილნი რომში. საქართველოს საელჩო უკვე მუშაობს იმაზე, რომ ისინი ორგანიზებულად ჩამოვიყვანოთ თბილისში. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან. ყველა ხარჯს  სახელმწიფო უზრუნველყოფს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

„იტალიაში საქართველოს საელჩოში 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს ოთხი ცხელი ხაზი. ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში შეძენილი ჰქონდათ იტალიიდან საქართველოში დასაბრუნებელი ავიაბილეთები. მათი რეგისტრაცია, პრაქტიკულად, დასრულებულია. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა უზრუნველყოფს იტალიის სხვადასხვა ქალაქში ცხელ ხაზს და საელჩოს მიერ მითითებულ ონლაინპლატფორმაზე დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებას რომში, საიდანაც საქართველოში მათი ორგანიზებულად დაბრუნება განხორციელდება“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე: როგორ უნდა მოიქცნენ იტალიიდან საქართველოში გამომგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეები?

საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ იტალიის იმ რეგიონებიდანაც, რომლებმაც საზღვარი ჩაკეტეს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close