საქართველოსაზოგადოება

საქართველოს მოქალაქეებს ჩამოიყვანენ იტალიის იმ რეგიონებიდანაც, რომლებმაც საზღვარი ჩაკეტეს

დღეს, 8 მარტს, ცნობილი გახდა, რომ იტალიაში, კორონავირუსის შესაჩერებლად, ლომბარდიის რეგიონში, ცენტრალურ და ჩრდილოეთის სხვა 14 პროვინციაში, 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში მოექცა. დაიხურება სპორტული დარბაზები, აუზები, მუზეუმები და სათხილამურო კურორტები. ასევე გადაიდო კერძო და საჯარო ღონისძიებები, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

კარანტინი ლომბარდიის რეგიონში, მილანში, ვენეციაში, პარმაში, მოდენასა და კიდევ რამდენიმე პროვინციაში 3 აპრილამდე გაგრძელდება და ამ დრომდე, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, ამ ტერიტორიების დატოვება ან იქ შესვლა იკრძალება.

გუშინ კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა განაცხადა, რომ: „იტალიიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება მოხდება თვითმფრინავით, დიდი ალბათობით, რომიდან. ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკის, ჯანდაცვის სამინისტროებთან, საჰაერო ავიაციის დეპარტამენტთან, აეროპორტების გაერთიანებასთან, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს თვითმფრინავის გაგზავნა იტალიის მიმართულებით, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩამოვიყვანოთ“.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეებს გამოიყვანენ იმ რეგიონებიდანაც, რომლებიც კარანტინის გამო ჩაიკეტა.

radiotavisupleba.ge

ამავე თემაზე: როგორ უნდა მოიქცნენ იტალიიდან საქართველოში გამომგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეები?

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close