იტალიაპოლიტიკა

იტალიის მმართველი პარტიის ლიდერი კორონავირუსით დაინფიცირდა (ვიდეო)

დემოკრატიული პარტიის მეთაურმა ნიკოლა ძინგარეტიმ ამის შესახებ თავის ფეისბუქგვერდზე დაწერა

იტალიის სახელისუფლებო კოალიციაში შემავალი დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ნიკოლა ძინგარეტიმ განაცხადა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა.

„ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემი ტესტის პასუხი კორონავირუსზე დადებითია. თავს კარგად ვგრნობ, მაგრამ უახლოესი დღეების გამავლობაში სახლში უნდა დავრჩე“, – დაწერა ძინგარეტიმ თავის ფეისბუქგვერდზე და ვიდეოც გაავრცელა.

54 წლის ნიკოლა ძინგარეტი, აგრეთვე, არის დედაქალაქის რეგიონის, ლაციოს გუბერნატორი.

მანამდე მთავრობის წარმომადგენელთა დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა – კორონავირუსი დაუდგინდათ ლომბარდიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, კერძოდ, ლომბარდიის ეკონომიკური განვითარების საკითხების ასესორს და ბერგამოსა და ბრეშიის პრეფექტებს.

#coronavirus: Zingaretti positivo

Presidente della Regione Lazio Nicola Zingaretti positivo al #coronavirus: “Sto bene ma dovrò rimanere a casa per i prossimi giorni. Da qui continuerò a seguire il lavoro che c’è da fare. Coraggio a tutti e a presto!”. L'annuncio pubblicato su Facebook.

Gepostet von Chi l'ha visto? am Samstag, 7. März 2020

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close