მოგზაურობაპოლიტიკასაქართველო

საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთა ID ბარათით იქნება შესაძლებელი

საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები ქვეყნებს შორის საზღვრის გადაკვეთას ID ბარათით შეძლებენ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მხარეებმა ეს საკითხი საქართველოში სომხეთის დელეგაციის ვიზიტის დროს განიხილეს და ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში, ორივე ქვეყნის მოქალაქეებს მგზავრობა ბიომეტრიული შიდა პასპორტებით შეეძლებათ.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებს ID ბარათებით ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინისა და თურქეთის საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close