იტალიასაზოგადოება

იტალიის საავადმყოფოებში ადგილებისა და ექიმების დეფიციტია

რეგიონული მთავრობა რომს სთხოვს, პენსიაზე გაშვებული ექიმები დააბრუნოს

იტალიაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში მდებარე საავადმყოფოებში ადგილებისა და ექიმების დეფიციტია. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, ლომბარდიის რეგიონში მდებარე ქალაქ ლოდისა და კრემონის საავადმყოფოები გადავსებულია. ამიტომ პაციენტებს სხვა სამკურნალო დაწესებულებებში მისვლას სთხოვენ.

შექმნილი მდგომარეობის გამო ლომბარდიაში მდებარე კერძო კლინიკების ნაწილმა მზადყოფნა გამოთქვა, ვირუსით ინფიცირებულების ნაწილს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დაუთმოს ადგილი. ათმა ექიმმა თანხმობა განაცხდა სახელმწიფო საავადმყოფოებში იმუშაოს, რათა კრიზისი შემსუბუქდეს.

კორონავირუსის გამ, ლომბარდიის ხელისუფლებამ მოუწოდა სამკურნალო დაწესებულებებს, დაგეგმილი ქირურგიული ოპერაციების 70 პროცენტი გადადონ, რათა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ადგილები გათავისუფლდეს.

სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ლომბარდიაში ექიმების 10 პროცენტი მუშაობას ვერ აგრძელებს, რადგან მათ კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.

რეგიონულმა მთავრობამ მიმართა რომს, სამსახურში დააბრუნონ ის ექიმები, რომლებიც მანამდე პენსიაზე გაუშვეს.

როგორც იტალიაში ვარაუდობენ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთი კვირის განმავლობაში კიდევ გაიზრდება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close