იტალიასაზოგადოება

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებული 71 წლის მამაკაცი საავადმყოფოდან გაიქცა

იტალიის ქალაქ კომოში კორონავირუსით ინფიცირებული 71 წლის მამაკაცი საავადმყოფოდან გაიქცა.

როგორც იტალიური გამოცემა „კორიერა დელა სერა“ იუწყება, მამკაცი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ აღმოუჩინეს კორონავირუსიბერგამოდან კომოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ინფექციურ დაავადებათა იზოლატორში მოათავსეს.

როგორც გაზეთი იუწყება, მამაკაცი კარგად გრძნობდა თავს და ამის გამო ჩაალაგა ბარგი და ტაქსით გაიქცა.

მომხდარის შესახებ საავადმყოფოს პერსონალმა პოლიციას შეატყობინა. კარაბინიერებმა მამაკაცი პალატაში დააბრუნეს. პაციენტი თავის საქციელს იმით ხნის, რომ მისი შვილი ექიმია და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდა. მას მთავრობის დადგენილების დაუმორჩილებლობა წაუყენეს ბრალად.

ტაქსის მძღოლი, რომელმაც მამაკაცი საავადმყოფოდან სახლში წაიყვანა, ამბობს, რომ არ იცოდა, მგზავრს კორონავირუსი თუ ჰქონდა. თავად ტაქსის მძღოლი ამჟამად თვითიზოლაციაშია.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close