ვიდეომსოფლიო

ამერიკელი რეპერის, ემინემის გამოწვევაში 16 წლის ზუგდიდელმა გოგონამ გაიმარჯვა (ვიდეო)

ემინემის გამოწვევაში 16 წლის ზუგდიდელმა ნინი ჩილაჩავამ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდი „საუთფაუერი“ ავრცელებს.

საუბარია ცნობილი ამერიკელი რეპერის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებულ გამოწვევაზე. ემინემს აინტერესებდა, თუ შეუძლიათ მის თაყვანისმცემლებს, ისევე სწრაფად წაიკითხონ ტექსტი, როგორც ამას თავად არტისტი ერთ-ერთ ცნობილ სიმღერაში, „გოდზილაში“ ახერხებს.

შესაბამისი გამოწვევა ემინემმა ტვიტერისა და ინსტაგრამის გვერდზეც გამოაქვეყნა.

გამოწვევა ემინემის ათასობით ფანმა მიიღო, თუმცა მუსიკალურმა  ფანგვერდმა „საუთფაუერმა“ გამარჯვებულად 16 წლის ნინი ჩილაჩავა​ დაასახელა, რომლის ვიდეოც ინსტაგრამზე 100 ათასზე მეტჯერ ნახეს.

„ეს არის მომენტი, როდესაც სილამაზე და ნიჭი ერთმანეთს შეხვდა“, – ნათქვამია „საუთფაუერის“ ვებგვერდზე.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close