ჯანმრთელობა

გეომაგნიტური ქარიშხალი მარტში: ფიზიკის ინსტიტუტი თარიღებს ასახელებს

მაგნიტური ქარიშხლის გავლენას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ამა თუ იმ დონით, აბსოლუტურად ყველა შეიგრძნობს

მარტის მაგნიტური ქარიშხალი ყველაზე ძლიერი იქნება მიმდინარე წელს და ის სერიოზულად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე, იუწყება მედია ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტზე დაყრდნობით.

მაგნიტური (გეომაგნიტური) ქარიშხალი – ეს დედამიწის გეომაგნიტური ველის შფოთვაა, რომელსაც პლანეტის შემოგარენში მზის ქარის ნაკადების შემოჭრა და მათი დედამიწის მაგნიტოსფეროსთან ურთიერთქმედება იწვევს. მოვლენა შეიძლება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტად გაგრძელდეს.

უახლოესი მაგნიტური ქარიშხალი მარტის დასაწყისშია მოსალოდნელი. ძლიერი მეტეორხევები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება – 4 და 5 მარტს.

აღსანიშნავია, რომ მაგნიტური ქარიშხლების გამო ყველაზე ცუდად თავს იგრძნობენ გულ-სისხლძარღვთა და სახსრების დაავადებებისა მქონე, ასევე ჰიპერტონიისადმი მიდრეკილი, მეტეოდამოკიდებული და ფსიქოემოციურად არასტაბილური ადამიანები, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემებს, ამა თუ იმ დონით, აბსოლუტურად ყველა შეიგრძნობს.

მედიკოსების თქმით, მეტეოშეტევების დროს თავს იჩენს უმიზეზო თავისტკივილი, შაკიკი, არტერიული წნევის ცვალებადობა, განწყობის ცვლა – აღგზნებიდან აპათიამდე, უძილობა და დეპრესიული განწყობა.

მედიკოსები მაგნიტურ ქარიშხალთან დაკავშირებით შემდეგ რეკომენდაციებს იძლევიან:

  • დაწექით დასაძინებლად შეძლებისდაგვარად ადრე – ძილის დროს გამოყოფილი მელატონინი ეხმარება ორგანიზმს აღდგენაში და ასევე ნორმაში მოჰყავს სისხლის წნევა; გაღვიძებისას კი (განსაკუთრებით ჰიპერტონიკები) არ უნდა წამოდგეთ საწოლიდან მყისიერად;
  • კარგია კონტრასტული შხაპის მიღება – ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას თქვენი ჯანმრთელობისთვის უკუჩვენება არ აქვს;
  • დღის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა გაისეირნოთ ჰაერზე, ან, უკიდურეს შემთხვევაში, რამდენჯერმე გაანიავოთ ოთახი – სუფთა ჰაერი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე;
  • არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელებისა და ყავის მიღება, ასევე, თამბაქოს მოწევა;
  • საუკეთესო მენიუ ასეთ დღეებში არის ხილი, ბოსტნეული, ფაფები, მოხარშული ქათმის ხორცი და თევზეული;
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და მატონიზებელი პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ გაქვთ დანიშნული;
  • ნერვული აშლილობისას საუკეთესოა ნატურალური დამამშვიდებელი საშუალებების მიღება – კატაბალახას (ვალერიანი), ბარამბოსა თუ შავბალახას ნახარში ან ნაყენი;
  • კარგი იქნება, თუ სტრესს თავს აარიდებთ და სხვა დროისთვის გადადებთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close