მსოფლიოსაზოგადოება

ირანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 593-მდე გაიზარდა

ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა, დაინფიცირებულია 593 ადამიანი. ამის შესახებ ცნობას ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თუმცა, როგორც „ბიბისი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, გარდაცვლილთა რიცხვი რეალურად 200-ს აჭარბებს.

ამის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანში კორონავირუსით ინფიცირებული დეპუტატი მუჰამედ ალი რამაზანი გარდაიცვალა.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კორონავირუსი კიდევ ოთხ დეპუტატს, ასევე, ვიცე-პრეზიდენტსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს დაუდგინდათ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close