საქართველოსაზოგადოება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები – როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან​​ (ვიდეო)

საქართველოს მთავრობა ავრცელებს ვიდეორგოლს – როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან. რეკომენდაციები შემუშავებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

საქართველოში დღეს ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული, ოფიციალური ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამჟამად ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ 15-მდე მოქალაქე იმყოფება, რომელთა ანალიზის პასუხებს ელოდებიან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ  საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე საგანგებო ჯგუფი შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.

პრემიერმა ყველა უწყების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება და საჰაერო მიმოსვლასთან ერთად ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა. აღნიშნულის შესახებ ირანულ მხარეს შესაბამისი არხების მეშვეობით უკვე ეცნობა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close