10 წლის ქართველი გოგონა ლოს-ანჯელესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა (ვიდეო)
10 წლის ნიტა ჭიკაძე, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. იგი მოკლემეტრაჟიან ფილმ Voiceless-ში შესრულებული როლისთვის საუკეთესოდ აღიარეს.
ნიტა ფილმში სპეციალური ქასთინგის გავლით მოხვდა. ნიტას ოჯახი უკვე 5 წელია აშშ-ში ცხოვრობს. გოგონამ ადრეულ ასაკშივე გამოამჟღავნა სამსახიობო მონაცემები. მას უკვე რამდენიმე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული: Critical Candle, Lucid; შარშან გადაიღეს ამაზონ პრაიმ შოუს ჰანას რეკლამაში. გადაიღეს, ასევე, პროექტ US National Domestic Violence-შიც, ახლა კი ერთ-ერთი ბენდის მუსიკალურ ვიდეოში მონაწილეობს. ნიტას მშობლების თქმით, გოგონა სკოლაშიც ძალიან კარგად სწავლობს.
რაც შეეხება ფილმ Voiceless-ს, ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმია ერთ პატარა გოგოზე, რომელსაც მია ჰქვია. მია ვერ ლაპარაკობს დაავადების, სელექციური მუტიზმის გამო. საკმაოდ რთული ცხოვრებაც აქვს, დედ-მამა განქორწინებულები არიან. დედას მუდმივად მუშაობა უწევს. მამა ძალადობს მიას უფროს დაზე. მიას სკოლაში ყველა ცუდად ექცევა დაავადების გამო.
ნახეთ ფილმის თრეილერი:
presa.ge
ნიტა ჭიკაძე ლოს ანჯელესის საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო მსახიობად დაასახელეს (ვიდეო)
კომენტარები